გ. მალიშევის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გ. მალიშევის სახლი
Дом Г. Малышева
კოორდინატები 59°43′11″N 30°24′33″E / 59.719783° ჩ. გ. 30.409207° ა. გ. / 59.719783; 30.409207
მდებარეობა პუშკინი, რუსეთი
არქიტექტორი სებასტიან ჩერფოლიო
სტილი კლასიციზმი
თარიღდება 1836-1839
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7801276000

გ. მალიშევის სახლი (რუს. Дом Г. Малышева) — ქალაქ პუშკინის ისტორიული შენობა. ცნობილია ასევე, ბელკოვის სახლის სახელით. შენობა აშენდა 1836-1839 წლებში. სახლი წარმოადგენს რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს[1][2]. შენობა მდებარეობს ორანჟერეის ქუჩაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძრის მოედნის აღმოსავლეთ მხარეს, ქალაქის ზოგადი გეგმის მიხედვით, ადგილები დიდი ხანი ცარიელი იყო. 1835 წელს კერძო საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისთვის მთავრობის დადგენილებით მიწის ნაკვეთები გამოიყო. 1836 წელს იმპერატორის ბრძანებით გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა არქიტექტორმა სებასტიან ჩერფოლიომ. ხუთივე სახლის პროექტი არქიტექტორ სებასტიან ჩერფოლიოს ეკუთვნის, სწორედ ეს სახლები ქმნიან ერთ დიდ კომპლექსს. გარკვეული დროის განმავლობაში მათ „ფერმერთა სახლები“ უწოდეს. აღნიშნული შენობების ცენტრში მდებარეობს ყველაზე დიდი სახლი, რომელიც გ. მალიშევის მფლობელობაში იყო. ოქტომბრის რევოლუციამდე, აღნიშნული სახლი ბელკოვის სავაჭრო ფირმას ეკუთვნოდა[3][4].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გ. მალიშევის სახლი, არქიტექტურული კუთხით ძალიან მაღალ დონეზეა შესრულებული. შენობა მიეკუთვნება კლასიციზმის სტილს. აღნიშნული სახლის ფასადი უხვად არის შემკული მდიდრული ორნამენტებითა და სანდრიკებით. სახლის ფასადი შედგება სამი ნაწილისგან. შენობის შუა ფასადში შედარებით უფრო დიდი სანდრიკები და ფანჯრებია. ორანჟერეის ქუჩაზე სახლები ერთმანეთთან დაკავშირებულია ყრუ ქვის ღობეებით. შენობის ფასადები დაცულია თავდაპირველი სახით, ცვლილებების გარეშე. დღეს შენობის პირველ სართულზე სხვადასხვა ტიპის მაღაზიებია განთავსებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Семенова Г. В. Царское Село: знакомое и незнакомое. — М.: Центрполиграф, 2009. — С. 363—364. — 638 с. — ISBN 978-5-9524-4249-8.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Дом Малышева (Белковой). КГИОП Санкт-Петербурга. ციტირების თარიღი: 2018-07-15.[მკვდარი ბმული]
  2. Решение исполкома Ленгорсовета № 650 от 25.08.1975
  3. Оранжерейная 19, 21, 23, 27, 29. Дома архитектора Черфолио. Энциклопедия Царского Села. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-11. ციტირების თარიღი: 2018-07-15.
  4. Дом Малышевых - Дом Белковой. citywalls.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-07. ციტირების თარიღი: 2018-07-15.