გუჯრისხევის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გუჯრისხევის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში, სოფლიდან 3 კილომეტრში, ამაღლებულ ადგილას. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ესაზღვრება მაღალი მთები. ეკლესიასთან მისასვლელი გზა რთულია.

ეკლესიის ეზოში უამრავი დიდი ზომის ხე ყოფილა ამოსული, რომლებიც სოფლის მოსახლეობას მოუჭრია და გამონჩდა მთლიანად ეკლესიის ეზო. გუჯრისხევის ეკლესია წარმოადგენს IX-X საუკუნეების სამეკლესიან ბაზილიკას. ეკლესიას სამხრეთი ნავი ჩამონგრეული აქვს. ჩრდილოეთის ნავი მყარად დგას. ეკლესიის ცენტრალური ნავის ოთხივე კედელს აქვს ვიწრო სარკმელი, ასევე სამხრეთის და ჩრდილოეთის ნავებსაც აღმოსავლეთის მხრიდან. ეკლესია ნაშენია ნახევრად დამუშავებული ქვის წყობით. სოფლის მოსახლეობას ეკლესია გადაუხურავს ახალი გოფრირებული თუნუქით, გადახურვის ქვეშ მოჩანს კარნიზი, რომელიც კარგ მდგომარეობაშია. ეკლესიის ინტერიერი ჩაბნელებულია. ძალიან ვიწრო სარკმელების გამო დღის სინთლე ოდნავ შემოდის. საკურთხეველში დგას დაბალი ტრაპეზის ქვა, ასევე საკურთხეველში არის ოთკუთხა ნიშები. ცენტრალურ ნავს გადაუყვება მძლავრი პილასტრი. ცენტრალური ნავიდან გასასვლელი თაღოვანი კარია დასავლეთ კედელში, ასევე ანალოგიური წყობის კარებია სამხრეთის და ჩრდილოეთის ნავებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6336