გუსტავ ბულანჟე
| გუსტავ ბულანჟე | |
|---|---|
|
| |
| დაიბადა | 5 აპრილი, 1824[1] |
| დაბადების ადგილი | former 2nd arrondissement of Paris[1] |
| გარდაიცვალა | 23 სექტემბერი, 1888[2] [3] (64 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | rue Ballu[3] |
| ჟანრი | პორტრეტი |
გუსტავ კლარენს როდოლფ ბულანჟე (ფრანგ. Gustave Clarence Rodolphe Boulanger, დ. 25 აპრილი, 1824, პარიზი — გ. ოქტომბერი, 1888, პარიზი) — ფრანგი მხატვარი, სალონური მხატვრობის წარმომადგენელი და აღმოსავლეთმცოდნე.
ცხოვრება და შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გუსტავ ბულანჟე დაიბადა 1824 წლის 25 აპრილს პარიზში[5]. იგი დაობლდა 14 წლის ასაკში. სწავლობდა მხატვრობას პარიზის École des Beaux-Arts-ში პოლ დელაროშისა და პიერ-ჟულია ჟოლივიეს ხელმძღვანელობით. 1845 წელს იგი პირველად ეწვია ალჟირს, რამაც გამოიწვია მისი ინტერესი აღმოსავლური თემების მიმართ.
მიიღო რა პირველი ჯილდო ნახატისთვის „ოდისევსი ევრიკლეას მიერ აღიარებული“, 1854 წელს მთავრობის დაფინანსებით გაიგზავნა იტალიაში და ორწლიანი სასწავლო ტური მოაწყო სხვადასხვა ქვეყნაში[5]. მისი ნახატის „კეისარი რუბიკონზე“ წყალობით მან დიდ წარმატება მიაღწია რომში, რომელიც მან განავითარა პარიზში დაბრუნების შემდეგ თავისი ნახატებით „მაესტრო პალესტრინა“, „არაბი“ და „კაბილები გზაზე“.
ბულანჟეს მიერ იტალიაში მოგზაურობის დროს შექმნილი ესკიზები და ნახატები ეფუძნებოდა მის ნამუშევრებს ანტიკურ თემებზე, როგორიცაა „ლუკრეცია“, „ლესბია“, „პომპეის გვირგვინების გამყიდველები“ და სხვა.
ბულანჟეს ნამუშევრები სტილით უახლოვდება მხატვარ ჟან-ლეონ ჟერომის სტილს და იმპერატორ ნაპოლეონ III-ის აღფრთოვანებას იწვევდა, რომელმაც გუსტავ ბულანჟეს შეუკვეთა თავისი პარიზის სასახლე „პომპეის სტილში“ გაეფორმებინა. პარიზის ოპერა Garnier-ის კედლები ბულანჟეს ფუნჯითაა მოხატული.
მან 1882 წელს სწავლება დაიწყო საფრანგეთის ინსტიტუტში და გავლენიანი მასწავლებელი იყო, რომელიც ცნობილია იმპრესიონიზმისადმი სიძულვილით.
რჩეული ტილოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „საჰარას მხედრები“ (1864)
- „მონების ბაზარი“ (1882)
- „ფრინი“ (1850)
- „პოეზია“
- „ოთხი სეზონი“ (1850)
- „წმინდა სებასტიანე და იმპერატორი მაქსიმიანე“ (1877)
- „მადამ ლამბინის პორტრეტი“ (1887)
- ფრინა
- მონათა ბაზარი
- მონა ქალის გაყიდვა
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Reconstructed vital records of Paris
- ↑ The Fine Art Archive — 2003.
- 1 2 პარიზის მერია Vital records of Paris