გუსტავს შკილტერსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გუსტავს შკილტერსი
დაიბადა 16 ნოემბერი 1874(1874-11-16)
დაბადების ადგილი Wolmar County
გარდაიცვალა 24 სექტემბერი 1954(1954-09-24) (79 წლის)

გუსტავს შკილტერსი (ლატვ. Gustavs Šķilters; დ. 16 ნოემბერი, 1874 — გ. 24 სექტემბერი, 1874) — ლატვიელი მოქანდაკე და გრაფიკოსი. მეოცე საუკუნის ლატვიური ქანდაკების სკოლის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი. სწავლობდა პეტერბურგში, შტიგლიცის ტექნიკური ხაზვის ცენტრალურ სასწავლებელში (1893-99). ოსტატდებოდა ო. როდენთან (1900–1905). პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა შტიგლიცის სასწავლებელსა (1905–1918) და ლატვიის სამხატვრო აკადემიაში (1924–1932).

ნამუშევრები: რ. კაუძიტესა (1902) და მ. კაუძიტეს (1912, ორივე ბრინჯაო, ლატვიის სამხატვრო მუზეუმი, რიგა) პორტრეტები, „მღელვარე ზღვასთან“ (თაბაშირი, 1924, შკილტერსის მემორიალური მუზეუმი, რიგა). 1974 წელს რიგაში გაიხსნა შკილტერსის მემორიალური მუზეუმი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 11, თბ., 1987 წელი.
  • Ivanovs, M. Gustavs Šķilters. Rīga, 1958.
  • Māksla un arhitektūra biogrāfijās. Atb. red. A. Vanaga — Rīga, 2000 — 1. sēj.