შინაარსზე გადასვლა

გუსტავო როხას პინილია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გუსტავო როხას პინილია
გუსტავო როხას პინილია
კოლომბიის 22-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 ივნისი, 1953  10 მაისი, 1957
წინამორბედილაურეანო გომესი
მემკვიდრეგაბრიელ პარის გორდილიო

სამხედრო ძალების მეთაური
თანამდებობაზე ყოფნის დრო
31 მაისი, 1953  13 ივნისი, 1953

ფოსტისა და ტელეგრაფის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 დეკემბერი, 1949  7 აგვისტო, 1950

დაბადებული12 მარტი, 1900
ბოიკა, კოლომბია
გარდაცვლილი17 იანვარი, 1975
მელგარი,კოლომბია
მამახულიო როხას ხიმენესი
დედაერმენსია პინილა სუარესი
მეუღლეკაროლა კორეა ლონდონიო
შვილებიგუსტავო ემილიო როხას კორეა

მარია ევგენია როხას კორეა

კარლოს როხას კორეა
განათლებახოსე მარია კორდოვას სამხედრო სკოლა
პროფესიაინჟინერი
საქმიანობაპოლიტიკოსი

გუსტავო როხას პინილია (დ. 12 მარტი, 1900 - გ. 17 იანვარი, 1975) — კოლომბიის არმიის გენერალი, ინჟინერი და პოლიტიკოსი, კოლომბიის მე-19 პრეზიდენტი სამხედრო დიქტატურის დროს, 1953 წლიდან ივნისიდან 1957 წლის მაისამდე.

პოლკოვნიკი როხას პინილია გახდა ცნობილი „ლა ვიოლენსიას“ დროს, კოლუმბიაში სამოქალაქო არეულობის პერიოდში 1940-იანი წლების ბოლოს და 1950-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მმართველ კონსერვატორებსა და ლიბერალ პარტიზანებს შორის შიდა დაპირისპირება მოხდა. გუსტავო დაინიშნა კონსერვატორი პრეზიდენტის, მარიანო ოსპინა პერესის კაბინეტში. 1953 წელს მან წარმატებული სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო ოსპინას მემკვიდრის, ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის, ლაურეანო გომეს კასტროს წინააღმდეგ და საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. პოლიტიკური ძალადობის შემცირების მიზნით, მან ალიანსი შეკრა პროფკავშირებთან, განახორციელა ინფრასტრუქტურული პროგრამები და გააფართოვა ქალთა ხმის მიცემის უფლება. 1957 წელს, საზოგადოების ზეწოლის ქვეშ, პინილია იძულებული გახდა გადამდგარიყო.

1961 წელს როხას პინილიამ დააარსა ეროვნული სახალხო ალიანსი (ANAPO) ეროვნული ფრონტის წინააღმდეგ, რომელიც კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის მისი დამხობის შემდეგ მიღწეული ძალაუფლების გაყოფის შეთანხმება იყო. გუსტავო მონაწილეობდა 1970 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა ეროვნული ფრონტის კანდიდატმა, კონსერვატორმა იურისტმა მისაელ პასტრანა ბორერომ დამარცხდა. როხას პინილიამ და მისმა მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ არჩევნები გაყალბებული და არალეგიტიმური იყო; არჩევნების შედეგებმა ANAPO-ს მხარდამჭერები აიძულა ჩამოეყალიბებინათ M-19 პარტიზანული მოძრაობა, რამაც ხელი შეუწყო ქვეყანაში აჯანყებას მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში.

ადრეული ცხოვრება და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როხასი დაიბადა ბოიაკაში, 1900 წლის 12 მარტს, ხულიო როხას ხიმენესისა და მისი მეუღლის, ერმენსია პინილა სუარესის ოჯახში. გუსტავომ საშუალო განათლება მიიღო ტუნხას საჯარო სკოლაში.[1]

1917 წელს ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ, პინილია ჩაირიცხა კადეტად ბოგოტის ხოსე მარია კორდოვას სამხედრო სკოლაში, რომელიც 1920 წელს დაამთავრა ლეიტენანტის წოდებით. მან განათლება განაგრძო შეერთებულ შტატებში, Tri-State College-ში, სადაც 1927 წელს მიიღო ინჟინერიის ხარისხი. გუსტავომ დაიწყო მუშაობდა Ford-ის ქარხანაში.[2]

კოლომბიაში დაბრუნების შემდეგ ხელმძღვანელობდა ბელენიდან სოჩამდე გზატკეცილის მშენებლობას.[3]

1932 წელს როხასი ჯარში დაბრუნდა, როდესაც კოლომბია პერუსთან რეგიონის გამო ომში ჩაერთო. დაინიშნა ბოგოტაში, პირველ საარტილერიო ჯგუფში. 1933 წელს იგი ბუენავენტურას ქვედანაყოფის მეთაურად დაინიშნა, რომელიც პერუს თავდასხმების მიმართ დაუცველად ითვლებოდა. ბუენავენტურაზე თავდასხმა არასოდეს განხორციელებულა, მაგრამ ომი იმავე წელს რიოს პროტოკოლის ხელმოწერით დასრულდა, რომელმაც კოლომბიის სადავო ტერიტორიაზე პრეტენზია აღიარა.

1936 წელს როხასი არმიის საბრძოლო მასალის ქარხნის წამყვანი ინჟინერი გახდა; იმავე წელს იგი ნაცისტურ გერმანიაში ელჩად გაგზავნეს ბოგოტაში საბრძოლო მასალის წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობის მისაღებად. კოლომბიაში დაბრუნების შემდეგ, იგი ქარხნის ტექნიკური განყოფილების უფროსად დაინიშნა. 1943 წელს ის შეერთებულ შტატებს ეწვია იარაღისა და სხვა მასალების მისაღებად, ამჯერად მეორე მსოფლიო ომის დროს „ლენდ-ლიზის“ პროგრამის ფარგლებში.

ამ პერიოდში როხას პინილია მსახურობდა არტილერიის სკოლის დირექტორად (1942 წლიდან) და სამხედრო სკოლის დირექტორის მოადგილედ (1944 წლიდან). 1945 წელს იგი დაინიშნა სამოქალაქო ავიაციის გენერალურ დირექტორად. სწორედ იქ წარადგინა მან კოლომბიაში აეროპორტების შექმნის პროექტი სახელწოდებით „ასაფრენი ბილიკები კოლომბიაში“, რომელიც მისი არმიის პოლკოვნიკად დაწინაურების დისერტაციად იქცა. მოგვიანებით მან ეს ინიციატივა განახორციელა და ელდორადოს აეროპორტი შექმნა.

როხას პინილია აკეთებს განცხადებას პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შესახებ

როხასი იყო კოლუმბიის პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების გზით მოიპოვა 1900 წელს, ათასდღიანი ომის დროს, ხოსე მანუელ მაროკინის შემდეგ და პირველი, ვინც ხელისუფლებაში აქტიური სამხედრო კომისიის თანხლებით მოვიდა მას შემდეგ, რაც სანტოს აკოსტამ 1867 წელს ტომას სიპრიანო დე მოსკერა დაამხო. პინილია კოლუმბიის სამხედრო დიქტატორი იყო 1953 წლიდან 1954 წლამდე, როდესაც ოფიციალურად დაინიშნა კოლუმბიის პრეზიდენტად.[4] ეროვნულმა დამფუძნებელმა ასამბლეამ, 1953 წლის საკანონმდებლო აქტით N1, იგი კოლუმბიის პრეზიდენტად სახალხო არჩევნების გარეშე დანიშნა.[5]

თავდაპირველად, როხასის მთავრობა ზომიერად კონსერვატიულ ხაზს ირჩევდა და მან თავის კაბინეტში ბევრი ოსპინისტი დანიშნა. მიუხედავად ამისა, როხასმა ბევრი ლიბერალის ნდობა დაიმსახურა, როდესაც გამოაცხადა პოლიტპატიმრებისა და პარტიზანებისთვის ამნისტია და დაჰპირდა პრესისთვის დაწესებული ცენზურის შეზღუდვების მოხსნას. თითქმის მაშინვე, ლიბერალმა პარტიზანებმა მასობრივად დაიწყეს დანებება. ლიბერალმა პოეტმა დარიო ეჩანდიამ ამ მოვლენებს „საზოგადოებრივი აზრის გადატრიალება“ უწოდა.[6]

როხასმა მიიღო კანონმდებლობა, რომელიც ქალებს ხმის მიცემის უფლებას აძლევდა. მან შემოიღო ტელევიზია, ააშენა რამდენიმე საავადმყოფო და უნივერსიტეტი და ეროვნული ასტრონომიული ობსერვატორია.[7] აქტიურად უჭერდა მხარს საზოგადოებრივი სამუშაოებისა და ინფრასტრუქტურის პროექტებს. ახორციელებდა ისეთ პროექტებს, როგორიცაა ატლანტიკური რკინიგზა, ლებრიხას ჰიდროელექტროსადგური და ბარანკაბერმეხას ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.[8] მან ასევე გააერთიანა ორგანიზებული პროფკავშირები და შექმნა შრომის ეროვნული კონფედერაცია, ანუ CNT, როგორც დამოუკიდებელი ალტერნატივა ლიბერალების და კონსერვატორების მიერ დომინირებული ორი პროფკავშირისა.[9]

პრეზიდენტობის შემდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, როხასი დიქტატორ რაფაელ ტრუხილოს მფარველობის ქვეშ დომინიკელთა რესპუბლიკაში გადავიდა ემიგრაციაში. როხასის მხარდამჭერები ეწინააღმდეგებოდნენ სამხედრო ხუნტას გეგმას, რომელიც სამოქალაქო მთავრობისთვის კონტროლის გადაცემას ისახავდა მიზნად და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობით 1958 წლის არჩევნების ჩაშლას ცდილობდნენ. გადატრიალება საბოლოოდ ჩაიშალა ხელისუფლება ეროვნული ფრონტის პირველმა პრეზიდენტმა დაიკავა.[10]

სიკვდილი და მემკვიდრეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როხას პინილა გარდაიცვალა მელგარში, ტოლიმაში, 1975 წლის 17 იანვარს.[22] როხასის ქალიშვილი, მარია ევგენია როხასი, 1974 წლის კოლომბიის საყოველთაო არჩევნებში მონაწილეობდა ANAPO-ს ლიდერად. მისი შვილიშვილი სამუელ მორენო როხასი, მოგვიანებით ბოგოტას მერი გახდა. სამუელ მორენო, თავის ძმასთან, ივანთან ერთად, 2011 წელს დააკავეს და კორუფციაში ბრალი წაუყენეს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. დაარქივებული 2 December 2020 საიტზე Wayback Machine. .
  2. Gustavo Rojas Pinilla Dies at 74; Dictator of Colombia in 1953-57 დაარქივებული 2018-11-11 საიტზე Wayback Machine. , The New York Times, 19 January 1975 (in English)
  3. Lozano, Miguel Angel; Mariano Ospina Pérez, Un Hombre de Acción y de Principios, trans. Mariano Ospina Pérez, a man of action and principles; Universidad Nacional; Fundación de Estudios Históricos, Misión Colombia; Editorial El Globo, S.A.; Page 151; Bogotá, Colombia; 1991
  4. El golpe de Rojas y el poder de los militares es (January 7, 2022).
  5. Arismendi Posada, Ignacio; Gobernantes Colombianos, trans. Colombian Presidents; Interprint Editors Ltd.; Italgraf; Segunda Edición; Page 263; Bogotá, Colombia; 1983
  6. Arismendi Posada, Ignacio; Gobernantes Colombianos, trans. Colombian Presidents; Interprint Editors Ltd.; Italgraf; Segunda Edición; Page 217; Bogotá, Colombia; 1983
  7. Arismendi Posada, Ignacio; Gobernantes Colombianos, trans. Colombian Presidents; Interprint Editors Ltd.; Italgraf; Segunda Edición; Page 226; Bogotá, Colombia; 1983
  8. 1946-1950 De La Unidad Nacional a la Hegemonia Conservadora, Hernán Jaramillo Ocampo, Editorial Pluma, Printer Colombiana, Bogotá, 1980
  9. Ocampo Marín , Héctor; Mariano Ospina Pérez, El Presidente, trans. Mariano Ospina Pérez, the Presidente; Cámara de Comercio de Medellín para Antioquia; Imprenta Universidad de Antioquia; Page 146; Medellín, Colombia; June 2001, ISBN 958-9221-40-8
  10. Coleman, Bradley Lynn (October 2005). „The Colombian Army in Korea, 1950–1954“ (PDF). The Journal of Military History. Project Muse (Society for Military History). 69 (4): 1137–1177. doi:10.1353/jmh.2005.0215. ISSN 0899-3718. S2CID 159487629. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2014-02-18.