გურჯაანის მეორე სამარხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურჯაანის სამარხი.

გურჯაანის მეორე სამარხიარქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს ქალაქ გურჯაანის აღმოსავლეთით 600 მეტრზე, გოძიანთეულად წოდებულ ადგილზე, განეკუთვნება ადრინდელ შუა საუკუნეებს.

ძეგლი, რომელიც დაზიანებულია, აღმოაჩინეს 2010 წელს მიწის სამუშაოების დროს. სამარხი წარმოადგენს ქვის ოთხი ფილისგან შედგენილ ქვაყუთს, რომელიც დამხრობილია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. სამარხი კოლექტიურია, მასში სამი მიცვალებულის ჩონჩხი აღმოჩნდა. ერთ-ერთი მიცვალებული იწვა გულაღმა გაშოტილი, თავით დასავლეთისაკენ. ჩონჩხი ცუდად იყო დაცული. დანარჩენი ორი მიცვალებულის ძვლები ერთ-ერთ განივ კედელთან იყო მიხვეტილი. სამარხში აღმოჩნდა ბრინჯაოსა და რკინის სამაჯურები, რკინის მშვილდსაკინძი და რკინის ბეჭდის ფრაგმენტი. მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]