გურკის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გურკის ტაძარი

გურკის ტაძარი (გერმ. Dom zu Gurk) — კათოლიკური ტაძარი ავსტრიაში, კარინთიის მხარეში, ქალაქ გურკში. ეკლესია ზემორომანულ სტილში ნაგებ სვეტებიან ბაზილიკას წარმოადგენს და აშენებულია 1140-1200 წლებში. იმის გამო, რომ იგი თითქმის პირვანდელი სახითაა დღემდე შემორჩენილი, ევროპის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რომანულ ნაგებობად ითვლება. წაგრძელებული ფორმის ბაზილიკას აქვს ორკოშკიანი დასავლეთი ფასადი, ემპორა, კრიპტა და აფსიდები. ასი სვეტისაგან შემდგარი კრიპტა ეკლესიის ყველაზე ძველი ნაწილია. 1174 წელს აქ დაკრძალეს წმინდა ემა გურკელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dehio - Die Kunstdenkmäler Österreichs: Kärnten, S. 254-267. Verlag Anton Schroll, Wien 2001, ISBN 3-7031-0712-X
  • Wilhelm Deuer, Wim van der Kallen: Der Dom zu Gurk (Bildband). Domkustodie Salvatorianerkolleg, Gurk 1995, ISBN 3-901557-00-8

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: გურკის ტაძარი