გურიანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გურიანარკინის ხანის ისტორიული სახელმწიფო, რომელიც ჩრდილოეთ ანატოლიაში ან სამხრეთ კავკასიაში მდებარეობდა. ურარტულ წყაროთა მიხედვით, გურიანა მდებარეობდა ურარტუსა და გამირუს ქვეყნებს შორის. სარდური II-ის ანალებში ასევე მოხსენიებულია ქვეყანა „კურიანი“, რომელიც იგანესთან ახლოს ჩრდილის ტბის მეზობლად მდებარეობდა.[1] კურიანი და გურიანა ლიტერატურაში ერთმანეთთანაა გაიგივებული. რუსი ისტორიკოსი იგორ დიაკონოვი მიიჩნევს, რომ მდინარე მტკვრის ანტიკური სახელწოდება კურა მომდინარეობს კურიანიდან.[2] ზოგიერთი მკვლევარი გურიანას იდენტიფიკაციას ახდენს გურიასთან, რომელიც ქართულ წყაროებში VIII საუკუნიდან მოიხსენიება.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Paul Zimansky, Rezension von "Who were the Cimmerians, and where did they come from? Sargon II, the Cimmerians, and Rusa I. By Anne Katrine Gade Kristensen. Translated by Jorgen Laessoe. The Royal Danish Academy of Sciences and Letters, Historisk-filosofiske Meddelelsler 57. Copenhagen: Munksgaard, 1988." S. 52
  2. I. M. Diakonoff, S, M. Kashkai: Répertoire Géographique des textes cuneiformes. 9. Geographical names according to Urartian texts (Wiesbaden 1981), 71
  3. К. Ган, «Извѣстiя древнихъ греческихъ и римскихъ писателей о Кавказѣ». Часть II, Тифлис, 1890, გვ. 56