შინაარსზე გადასვლა

გურგენ ჯანიბეკიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გურგენ ჯანიბეკიანი

გურგენ ჯანიბეკის ძე ჯანიბეკიანი (სომხ. Գուրգեն Ջանիբեկի Ջանիբեկյան; ნამდვილი გვარი ხაჩატრიანი. დ. 18 მაისი [ ძვ. სტ. 6 მაისი], 1897, ერევანი — გ. 27 სექტემბერი, 1978, იქვე) — სომეხი მსახიობი, სსრკ სახალხო არტისტი (1967).

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1918 წელს ერევანში. მუშაობდა ლენინაკანისა და თბილისის სომხურ თეატრებში. 1924 წლიდან გ. სუნდუკიანის სახელობის სომხური თეატრის მსახიობია (ერევანი). საუკეთესო როლები: სეირანი (შირვანზადეს „ნამუსი“), ფიგარო (ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“), ოტელო (შექსპირის „ოტელო“), პროტასოვი (ლ. ტოლსტოის „ცოცხალი ლეში“), გაევი (ჩეხოვის „ალუბლის ბაღი“), ბარეღამ პაჰლავუნი (დემირჭიანის „ნაპოლეონ კორკოტიანი“) და სხვა. გადაღებულია ფილმებში: „ზანგეზური“ (საქო, 1938), „თორმეტი თანამგზავრი“ (ხაჩატური, 1961) და სხვა.

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]