გურგენი (ტაშირ-ძორაგეტის მეფე)
იერსახე
გურგენი, კორიკე, კვირიკე I — ტაშირ-ძორაგეტის პირველი მეფე (972-991/996 წწ.). ანისის სომხური სამეფოს მეფის, აშოტ III მწყალობელის (953-977) უმცროსი ძე. სამფლობელოდ მიიღო ტაშირი, ძორაგეტი, კაენი, კაეწონი და სხვა ტერიტორიები ისტორიულ ქვემო ქართლში. ანისის სამეფოს აქტიური დახმარებით აფართოებდა სამეფოს ტერიტორიას, დაიკავა მთელი ქვემო ქართლი თბილისიდან შამქორამდე და თრიალეთის მთებიდან ბამბაკის ქედამდე. ტაშირ-ძორაგეტის სამეფო საქართველოში სომხური გავლენის ფორპოსტათ იქცა. ახლად წარმოქმნილი სამეფოს ცენტრი სამშვილდე გახდა. გურგენი წყაროებში უკანასკნელად 991 წელს იხსენიება.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან, თბ., 1973
- თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო, თბ., 1982