გურბან გურბანოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გურბან გურბანოვი — აზერბაიჯანელი სპორტსმენი, ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად ფეხბურთის მწვრთნელი (დ. 1972 წლის 13 აპრილს ზაქათალაში). გურბანოვი არის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი აზერბაიჯანელი ფეხბურთელი. დღეს ის არის საფეხბურთო კლუბ ყარაბაღის მთავარი მწვრთნელი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი კარიერა დაიწყო 1988 წელს, ადგილობრივ კლუბ "კურში". მას შემდეგ ასპარეზობდა ოზურგეთის მერცხალში. თავისი კარიერის განმავლობაში, აქვს ნათამაშები: დასქინ ზაქათალაში, გურჯაანის ალაზანში, სტავროპოლის დინამოში, ბაქოს ნეფტში და სხვა. ბოლო კლუბი, რომელშიც მან ითამაშა, იყო ინტერ ბაქო. 1996–97 წლების სეზონში გურბანოვი იყო აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ნეფტჩის რიგებში, აღნიშნულ სეზონში 25 გოლის გატანა მოახერხა.

2003 წელს დაასახელს აზერბაიჯანის წლის ფეხბურთელად და საუკეთესო თავდამსხმელად. მისი ფეხბურთელის კარიერა 18 წელი გაგრძელდა. კარიერის განმავლობაში 399 მატჩში 178 გოლი გაიტანა. 2004-2005 წლების სეზონში კაპიტნობდა ბაქოს ინტერს.

მისი დებიუტი ნაკრებში შედგა 1992 წლის 17 სექტემბერს. სანაკრებო კარიერა დაასრულა 2005 წელს. აზერბაიჯანის ნაკრების რიგებში 68 მატჩი ჩაატარა და 14-ჯერ აიღო მეტოქის კარები. სწორედ ამ შედეგით ის არის ყველა დროის წამყვანი ბომბარდირი.

2012 წელს მან დაიწყო კამპანია ქალთა მიმართ მამრობითი ძალადობის შესაჩერებლად, რომელშიც ჩაერთო მასთან ერთად არაერთი ცნობილი მოღვაწე.

სამწვრთნელო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ რაც მან ფეხბურთელის კარიერა დაასრულა, იგი გახდა კლუბი ინტერის დირექტორი. ამასთან, 2006 წლის ზაფხულში იგი დაინიშნა ბაქოს ნეფთჩში მთავარ მწვრთნელად. 2008/09 წლების სეზონის დასაწყისიდან იგი დაინიშნა ყარაბაღის მთავარ მწვრთნელად რასიმ კარას შეცვლის შემდგომ. 2010 წელს, იგი გახდა ყველაზე წარმატებული აზერბაიჯანელი მენეჯერი - 16 მოგებით.

2014 წლის მაისში მან ყარაბაღთან ერთად მოიგო აზერბაიჯანის ლიგა. 2014 წლის ივლისში, იგი გახდა აზერბაიჯანელი მეორე მენეჯერი, რომელმაც მიაღწია ევროპულ თასების ჯგუფურ ეტაპს.

2017 წლის 3 ნოემბერს გურბანოვი დაინიშნა აზერბაიჯანის საფეხბურთო ნაკრების მენეჯერად. ერთი წლის შემდეგ, 2018 წლის 8 დეკემბერს იგი გადადგა.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურან ტოვუზი

  • აზერბაიჯანის პრემიერ ლიგა - 1993-94

ბაქოს ნეფტჩი

  • აზერბაიჯანის პრემიერ ლიგა -1996-97; 2003-04; 2004-05
  • აზერბაიჯანის თასი - 2003-04

ინდივიდუალური

  • აზერბაიჯანის წლის ფეხბურთელი
  • აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი: 1996–97
  • აზერბაიჯანის საფეხბურთო ნაკრები: საუკეთესო ბომბარდირი 14 გოლი

მენეჯერი

ყარაბაღი

  • აზერბაიჯანის პრემიერ ლიგა - 2013-14; 2014-15; 2015-16; 2016-17; 2017-18
  • აზერბაიჯანის თასი - 2008-09; 2014-15; 2015-16; 2016-17

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]