გურანდუხტი (X საუკუნე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გურანდუხტი (X ს.))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურანდუხტი.
გურანდუხტი. კუმურდოს ტაძრის რელიეფის გრაფიკული რეპროდუქცია.

გურანდუხტი — X საუკუნის II ნახევრის პოლიტიკური მოღვაწე გიორგი II აფხაზთა მეფის (922-957) ასული, გურგენ მეფეთა მეფის (994-1008) მეუღლე, ბაგრატ III-ის (975-1014) დედა. 975 წელს, საქართველოს გაერთიანების მოწინააღმდეგე დიდებული აზნაურები დაუკავშირდნენ კახეთის სამეფოს, გურანდუხტი ქმარშვილიანად შეიპყრეს და კახეთში წაიყვანეს. ამის საპასუხოდ ბაგრატ III-ის მამობილი დავით III დიდი კურაპალატი ქართლში შეიჭრა, კახეთის ლაშქარი განდევნა და გურანდუხტი და სხვა ტყვეები გაათავისუფლა. 70-იანი წლების ბოლოსა და 80 წლების დასაწყისში, ბაგრატ III-ის დასავლეთ საქართველოში ყოფნის დროს, გურანდუხტი განაგებდა ქართლს, რომლის პოლიტიკური ცენტრი უფლისციხე იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]