შინაარსზე გადასვლა

გურამ ფერსელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გურამ ფერსელიძე
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 16 ოქტომბერი, 1985(1985-10-16) (39 წლის)
დაბ. ადგილი ხელვაჩაური (შარაბიძეების თემი)
სიმაღლე 190
წონა 118[1]
ქვეყანა საქართველო[2]

გურამ ფერსელიძე (დ, 16 ოქტომბერი, 1985, ხელვაჩაური) — ქართველი მოჭიდავე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა). ასპარეზობდა სუპერ მძიმე წონაში.[3][4] 2013 წელს თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.

ფერსელიძემ მონაწილეობა მიიღო 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. იასპარეზა 120 კგ წონით კატეგორიაში. მერვედგინალში დაამარცხა ჩილელი ანდრეს აიუბი. მეოთხედფინალში დამარცხდა მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონ მიაინ ლოპესთან.[5] რადგან ლოპესი ფინალში გავიდა ფერსელიძე ჩაერთო რეპეშაჟში სადაც დაამარცხა ეგვიპტელი აბდელრაჰამნ ელ-ტრაბელი. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა თურქ რიზა ქაიაალფთან.[6][7]

  1. Olympedia — 2006.
  2. Sports-Reference.com
  3. Guram Pherselidze. London 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 April 2013. ციტირების თარიღი: 6 February 2013.
  4. Evans, Hilary; Gjerde, Arild; Heijmans, Jeroen; Mallon, Bill. Guram Pherselidze. Olympics at Sports-Reference.com. Sports Reference LLC. ციტირების თარიღი: 6 February 2013
  5. Men's 120kg Greco-Roman Quarterfinals. London 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 6 February 2013.
  6. Men's 120kg Greco-Roman Bronze Medal. London 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 6 February 2013.
  7. „Kayaalp ends Turkey’s drought“. Hürriyet Daily News. 8 August 2012. ციტირების თარიღი: 6 February 2013.