გურამ საღარაძე (სპორტსმენი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გურამ რევაზის ძე საღარაძე (დ. 21 მარტი, 1939, თბილისი) — ქართველი თავისუფალი სტილის მოჭიდავე. პირველი საშუალო და ქვესაშუალო წონითი კატეგორია (78 კგ). ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი (1964, 78 კგ). მსოფლიოს ჩემპიონი (1963, სოფია, 78 კგ; 1965, მანჩესტერი, 78 კგ) და ვიცე-ჩემპიონი (1966, ტოლიდო, 78 კგ; 1967, დელი, 78 კგ). ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1968, სკოპიე; 78კგ) და სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი (1967). სსრკ ჩემპიონი (1964, ბაქო; 1965, თბილისი; 1966, ალმა-ატა) და ვიცე-ჩემპიონი (1967, მოსკოვი). სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1968, მახაჩყალა). სსრკ სპორტის ოსტატი (1958) და სპორტის დამსახურებული ოსტატი (1965). სპორტის რაინდი (2013). მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიადის წინ წონა შეიცვალა, მძიმე, 82 კგ წონით კატეგორიაში აინაცვლა, თუმცა ოლიმპიურ გუნდში ვერ მოხვდა და სპორტსმენის კარიერა დაასრულა. გამოირჩეოდა დიდი ფიზიკური ძალით, რასაც ემყარებოდა მისი ჭიდაობის ტექნიკა. სკკპ წევრი 1968 წლიდან. სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, საპატიო ნიშნის (სსრკ), ფილას, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი. 2003 წელს გურამ საღარაძეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

1967 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვების მრეწველობის ტექნოლოგიის ფაკულტეტი.

საერთო შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისციპლინა ადგილმდებარეობა წონითი კატეგორია ტურნირი ადგილი
თავისუფალი ჭიდაობა Flag of Yugoslavia (1918–1941).svg სკოპიე, იუგოსლავია -78 კგ ევროპის ჩემპიონატი 1968 3rd
თავისუფალი ჭიდაობა Flag of India.png დელი, ინდოეთი -78 კგ მსოფლიო ჩემპიონატი 1967 2nd
თავისუფალი ჭიდაობა Flag of the United States.svg ტოლედო, აშშ -78 კგ მსოფლიო ჩემპიონატი 1966 2nd
თავისუფალი ჭიდაობა Flag of England.svg მანჩესტერი, დიდი ბრიტანეთი -78 კგ მსოფლიო ჩემპიონატი 1965 1st
თავისუფალი ჭიდაობა Flag of Bulgaria (bordered).png სოფია, ბულგარეთი -78 კგ მსოფლიო ჩემპიონატი 1963 1st
თავისუფალი ჭიდაობა Flag of Japan.svgტოკიო, იაპონია -78 კგ ზაფხულის XVIII ოლიმპიური თამაშები 1964 2nd

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 199, თბ. 1985 წელი.
  • ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, გვ. 107, თბილისი: პალიტრა L, 2013.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]