გურამ რუხაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გურამ რუხაძე
გურამ რუხაძე.jpeg
გურამ რუხაძე
დაბ. თარიღი 15 აპრილი, 1961 (1961-04-15) (58 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: საქართველო საქართველო
განათლება თბილისის 31-ე საშუალო სკოლა
ალმა-მატერი საქართველოს ზოოვეტ ინსტიტუტი,
ექსპერიმენტალური ვეტერინარიის საკავშირო ინსტიტუტში
საქმიანობა მეცნიერი, ბიზნესმენი

გურამ რუხაძე (დ. 15 აპრილი, 1961, თბილისი, საქართველო) — ქართველი მეცნიერი და ბიზნესმენი. კომპანია ვიტ ჯორჯიას და ამავე სახელწოდების საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი და მფლობელი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1961 წლის 15 აპრილს, თბილისში. 1978 წელს დაამთავრა თბილისის 31-ე საშუალო სკოლა. 1978-1983 სწავლობდა საქართველოს ზოოვეტ ინსტიტუტში. 1984 წელს ჩააბარა, ექსპერიმენტალური ვეტერინარიის საკავშირო ინსტიტუტში, მოსკოვში.

1987 წელს იმავე ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. გურამ რუხაძე აგრძელებდა სამეცნიერო საქმიანობას და 1990 წელს სადოქტორო დისერტაცია დაიცვა მოსკოვის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში. სამეცნიერო საქმიანობის პარალელურად გურამ რუხაძემ 1988 წელს დაიწყო ბიზნესი — დააფუძნა კომპანია ვიტ ჯორჯია. 1991 წელს ჩამოვიდა საქართველოში, მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში. 1997 წელს ჩამოაყალიბა საფეხბურთო კლუბი „ვიტ ჯორჯია“.[2] 1998 წელს „ვიტ-ჯორჯიამ“ კლუბმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დაიკავა „მორკინალი-კოდაკოს“ ადგილი.

გურამ რუხაძის საკუთრებაშია მცხეთის ცენტრალური სტადიონი მცხეთა-პარკი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „აფხაზეთის ომიდან „ვიტ-ჯორჯიაში“. Qronikaplus.ge (8 მარტი, 2015). წაკითხვის თარიღი: 25 ივლისი, 2018.
  2. პრეზიდენტი გურამ რუხაძე. „ვიტ-ჯორჯია“. წაკითხვის თარიღი: 25 ივლისი, 2018.