გურამ კოსტავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გურამ კოსტავა (დ. 18 ივნისი 1937, თბილისი) — ქართველი და საბჭოთა მოფარიკავე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1967).[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა ინსტიტუტი საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1961, 1963), ორგზის მეორე (1959, 1966) და ორგზის მესამე პირადში (1963, 1965) პრიზიორი, 1960 წელს რომის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი გუნდურ ასპარეზობაში,[2] 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადის მესამე პრიზიორი პირად პირველობაში,[3] საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირად ჩათვლაში (1961), 5-გზის მე­ორე (1960, 1961, 1962, 1964, 1968) და 5-გზის მესამე (1957, 1958, 1960, 1965, 1967) პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1960). სპორტის რაინდი (2016).

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისციპლინა ადგილმდებარეობა ტურნირი ადგილი
ფარიკაობა მონრეალი, კანადა მსოფლიო ჩემპიონატი 1967 1st
ფარიკაობა მოსკოვი, სსრკ მსოფლიო ჩემპიონატი 1966 2nd
ფარიკაობა პარიზი, საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატი 1965 3rd
ფარიკაობა პარიზი, საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატი 1965 3rd
ფარიკაობა გდანსკი, პოლონეთი მსოფლიო ჩემპიონატი 1963 3rd
ფარიკაობა გდანსკი, პოლონეთი მსოფლიო ჩემპიონატი 1963 3rd
ფარიკაობა ტურინი, იტალია მსოფლიო ჩემპიონატი 1961 1st
ფარიკაობა ბუდაპეშტი, უნგრეთი მსოფლიო ჩემპიონატი 1959 2nd
ფარიკაობა ტოკიო, იაპონია ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 1964 3rd
ფარიკაობა რომი, იტალია ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 1960 3rd
გურამ კოსტავას შედეგები 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]