გურამ კორძახია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კორძახია.

გურამ ვლადიმერის ძე კორძახია (დ. 21 ივნისი, 1923, თბილისი — გ. 23 ოქტომბერი, 1970, იქვე) — ქართველი მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1952 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. სადიპლომო ნამუშევარმა „ვლ. მაიაკოვსკიმ“ ავტორს საყოველთაო აღიარება მოუპოვა, და არა მარტო საქართველოში ეს ძეგლი დაიდგა მოსკოვში პოეტის სახლ-მუზეუმის ეზოში, ხოლო მოგვიანებით მისივე ასლი აღიმართა თბილისში, დიღმის მასივში.

გურამ კორძახიას სხვა ნამუშევრებიდან აღსანიშნავია ნ. ბარათაშვილის პორტრეტი (ხე), „გოგონა ყვავილი“ (მარმარილო, დაიდგა სასტუმრო „ივერიის“ ეზოში) და სხვა. მოქანდაკე სისტემატურად მონაწილეოდა რესპუბლიკურ თუ საკავშირო გამოფენებზე. 1954 წლიდან ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ჯერ სამხატვრო სასწავლებელში, ხოლო 1966 წლიდან სამხატვრო აკადემიაში.

მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, დაჯილდოვებული იყო წითელი დროშისა და დიდების ორდენებით, მედლით „მამაცობისათვის“.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 224, თბ., 1994