გურამ დონდუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გურამ დონდუა
დაბ. თარიღი 17 მარტი, 1922(1922-03-17)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 12 მარტი, 1986(1986-03-12) (63 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა გეოგრაფი
მუშაობის ადგილი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გურამ დონდუა (დ. 17 მარტი 1922, თბილისი, — გ. 12 მარტი 1986, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი.

1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიულ-გეოლოგიური ფაკულტეტი. 1953-1975 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვახუშტის ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში სწავლულ მდივნად, 1975 წლიდან გარდაცვალებამდე — ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა რედაქციის გამგედ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. იკვლევდა საქართველოს სხვადასხვა რაიონის გეომორფოლოგიას, შეისწავლა მდინარეების რიონის მარცხენა შენაკადების ჯეჯორისა და ღარულის აუზების ძველმყინვარული რელიეფის ფორმები. მისი ავტორობით გამოიცა დაწყებითი კლასების გეოგრაფიისა და ბუნებისმცოდნეობის სახელმძღვანელოები (დავით დონდუასთან ერთად) და სასწავლო გეოგრაფიული რუკები. მისი აქტიური მონაწილეობითა და რედაქტორობით გამოიცა „გეოგრაფიის ტერმინოლოგია“ (1967). გარკვეული წვლილი შეიტანა ქართული ენციკლოპედიის გამოცემის საქმეში — დაადგინა ენციკლოპედიური ტერმინოლოგია, მოამზადა სხვადასხვა სახის გეოგრაფიული ლექსიკონები.

იყო ბუნების გარდაქმნის კომპლექსური კვლევის პრობლემათა საქართველოს სექციის სწავლული მდივანი (1961-1974), საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების სამეცნიერო საბჭოსა და საკავშირო ჟურნალ „გეოგრაფია სკოლაში“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]