გურამ გუგენიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გურამ გუგენიშვილი
საერთო ინფორმაცია
მოქალაქეობა დროშა: საქართველო საქართველო
დაიბადა 23 ივლისი, 1986
თბილისი, სსსრ
გარდაიცვალა 9 ნოემბერი, 2014
წონის კატეგორია მძიმე (112,9 კგ)
სიმაღლე 196 სმ
სტილი თავისუფალი ჭიდაობა
გუნდი სკ „ლეგიონი“
კარიერა 2007—2014
წოდებები საქართველოს სპორტის ოსტატი, 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონი
სტატისტიკა შერეულ
ორთაბრძოლებში
ბრძოლა 14
მოგება 12
 ნოკაუტით 2
წაგება 2
 ნოკაუტით 2

გურამ გუგენიშვილი (23 ივლისი, 1986, თბილისი9 ნოემბერი, 2014) — ქართველი მებრძოლი შერეულ ორთაბრძოლებში, პროფესიონალურ დონეზე გამოდიოდა 2007—2014 წლებში. M-1 Challenge-ის პირველი ჩემპიონი მძიმე წონაში (2010), ცნობილია რუსი მაქსიმ გრიშინისა და ამერიკელი კენი გარნერის დამარცხებით. დაიღუპა ავტოკატასტროფაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურამ გუგენიშვილი 1986 წლის 23 ივლისს თბილისში დაიბადა. 13 წლის ასაკში დაიწყო ვარჯიში თავისუფალ ჭიდაობაში. მომდევნო სამი წლის განმავლობაში მოახერხა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მოგება და ასევე გახდა სპორტის ოსტატი, თუმცა, სერიოზული დაზიანების გამო იძულებული გახდა დაესრულებინა მოჭიდავის კარიერა.

იძულებითი შესვენების დროს ბედი სხვადასხვა საბრძოლო სახეობაში სცადა. გახდა მსოფლო ჩემპიონი უნივერსალურ ბრძოლაში, შევიდა საბრძოლო სამბოს მსოფლო ჩემპიონატის პრიზიორთა შორის. 2007 წლიდან დაიწყო ასპარეზობა შერეულ ორთაბრძოლებში.

მისი წარმატებები 2009 წელს დაიწყო, როდესაც კარიერის დასაწყისში გულშემატკივარს ზედიზედ მოგებული 11 ორთაბრძოლით დაამახსოვრა თავი. გუგენიშვილმა თავდაპირველად მოიგო M-1 Ukraine-ის, შემდეგ M-1 Selection Western Europe, რამაც სააშუალება მისცა M-1 Challenge-ის ტურნირში მიეღ მონაწილეობა. M-1 Challenge-ს ტიტულის მოპოვებაში ქართველს ამერიკელი კენი გარნერი ეცილებოდა,, რომელმაც აშშ-ის შესარჩევ ტურნირში გაიმარჯვა. გუგენიშვილმი გარნერს რთული ილეთი „გილიოტინა“ ჩაუტარა და ამერიკელმა გონება დაკარგა. ამდენად, M-1 Challenge-ის ისტორიაში პირველი ჩემპიონი მძიმე წონაში.

2011 წლის მარტში გუგენიშვილმა წარმატებით დაიცვა თავისი საჩემპიონო ქამარი რუსი მაქსიმ გრიშინისგან. ქამრის მეორეჯერ დაცვა გურამმა ტრავმის გამო ვერ შეძლო და ჩემპიონი გარნეტი გახდა. გამოჯანმრთელების შემდეგ, 2012 წლის ივნისში გარნეტს გუგენიშვილი კვალვა შეხვდა რინგზე და დამარცხდა. 2012 წლის ბოლოს გუგენიშვილმა კვლავ სცადა ჩემპიონის ტიტულის დაბრუნება, მაგრამ წარუმატებლად: მესამე ბრძოლა გარნეტმა მოიგო.[1].

წლინახევრიანი უქმობის შემდეგ, რაც ტრავმით იყო გამოწვეული, საბრძოლო მიმართულება M-1 Challenge-ის ყოფილი ჩემპიონი გურამ გუგენიშვილი რინგს დაუბრუნდა და პირველი გამარჯვებაც იზეიმა. 27 წლის ქართველი მებრძოლი იაპონიაში გამართულ ტურნირზე Inoki Genome Fight 1 ავსტრალიელ ვეტერან ტონი ბონელოს (16 მოგება, 2 მარცხი) დაუპირისპირდა და აშკარა უპირატესობით იმარჯვა. შერკინების დაწყებიდან 03:34 წუთი იყო გასული, როდესაც ქართველის სასარგებლოდ ტექნიკური ნოკაუტი დაიქსირდა. მომდევნო წლის იანვარში მას იაპონიაში კიდევ ერთი ორთაბრძოლა ელოდა, რის შემდეგაც M-1 Challenge-ის ბრძოლებს უნდა დაბრუნებოდა, მაგრამ 9 ნოემბერს გუგენიშვილი ავტოკატასტროფაში დაიღუპა[2][3].

2015 წლის თებერვალში თბილისის სპორტის სასახლეში შერეულ ორთაბრძოლებში M-1-ის 55-ე ეტაპი ჩატარდა, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის გურამ გუგენიშვილის ხსოვნას მიეძღვნა.[4]

ММА სტატისტიკა (12-2)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

№ ბრძოლა შედეგი
(რეკორდი)
მეტოქე გამარჯვების მეთოდი შეჯიბრება (ჩატარების ადგილი) თარიღი რაუნდი
(დრო)
14 გამარჯვება
12-2
ავსტრალიის დროშა ტონი ბონელო ტექნიკური ნოკაუტი
(ხელით დარტყმები)
IGF - Inoki Genome Fight 1
იაპონიის დროშა ტოკიო, იაპონია
05 აპრილი, 2014 1 (3:34)
13 მარცხი
11-2
აშშ-ის დროშა კენი გარნერი ტექნიკური ნოკაუტი
(ხელით დარტყმები)
M-1 Challenge 36.
რუსეთის დროშა მიტიშჩი, რუსეთი
08 დეკემბერი, 2012 4 (0:00)
12 მარცხი
11-1
აშშ-ის დროშა კენი გარნერი ტექნიკური ნოკაუტი
(სამედიცინო ჩარევა)
M-1 Global.ფიოდორი რიზოს წინააღმდეგ
რუსეთის დროშა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
21 ივნისი, 2012 3 (5:00)
11 გამარჯვება
11-0
რუსეთის დროშა მაქსიმ გრიშინი მოხრჩობა უკნიდან M-1 Challenge 23. გურამი გირშინის წინააღმდეგ
რუსეთის დროშა მოსკოვი, რუსეთი
05 მარტი, 2011 1 (3:38)
10 გამარჯვება
10-0
აშშ-ის დროშა კენი გარნერი ილეთი „გილიოტინა“ M-1 Challenge 21. გურამი გარნერის წინააღმდეგ
რუსეთის დროშა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
28 ოქტომბერი, 2010 2 (0:54)
9 გამარჯვება
9-0
უკრაინის დროშა ვლადიმირ გერასიმჩიკი ბერკეტი კისრის არეში M-1 Selection უკრაინა 2010. ტიტანების ბრძოლა
უკრაინის დროშა კიევი, უკრაინა
18 სექტემბერი, 2010 1 (0:29)
8 გამარჯვება
8-0
უკრაინის დროშა ალექსანდრ რომაშჩენკო მოხრჩობა უკნიდან M-1 Selection აღმოსავლეთ ევროპა 2010. ფინალები
რუსეთის დროშა მოსკოვი, რუსეთი
22 ივლისი, 2010 1 (1:25)
7 გამარჯვება
7-0
უკრაინის დროშა ვალერი შჩერბაკოვი ტექნიკური ნოკაუტი
(ხელით დარტყმები)
M-1 Selection აღმოსავლეთ ევროპა 2010. მე-3 ეტაპი
უკრაინის დროშა კიევი, უკრაინა
28 მაისი, 2010 1 (2:00)
6 გამარჯვება
6-0
ნიდერლანდების დროშა იურ დეკერი მოხრჩობა უკნიდან M-1 Selection აღმოსავლეთ ევროპა 2010. 2 რაუნდი
ნიდერლანდების დროშა ვესპი, ნიდერლანდები
27 მარტი, 2010 1 (0:36)
5 გამარჯვება
5-0
უკრაინის დროშა დმიტრი პობერეჟეცი მსაჯების გადაწყვეტილება
(ერთხმად)
M-1 უკრაინა. Selection 4
უკრაინის დროშა კიევი, უკრაინა
24 დეკემბერი, 2009 2 (5:00)
4 გამარჯვება
4-0
უკრაინის დროშა ევგენი ბაბიჩი მოხრჩობა უკნიდან M-1 Украина. Selection 3
უკრაინის დროშა კიევი, უკრაინა
29 ნოემბერი, 2009 1 (0:50)
3 გამარჯვება
3-0
უკრაინის დროშა მიხაილ რუცკოი მოხრჩობა უკნიდან M-1 უკრაინა. Selection 1
უკრაინის დროშა კიევი, უკრაინა
20 სექტემბერი, 2009 1 (2:16)
2 გამარჯვება
2-0
ბელარუსის დროშა ოლეგ მატვეევი მოხრჩობა უკნიდან Makfight. Makfight vs. Belarus
უკრაინის დროშა კიევი, უკრაინა
23 აგვისტო, 2009 1 (0:31)
1 გამარჯვება
1-0
უკრაინის დროშა რომან ბაგინი მოხრჩობა უკნიდან M-1. Donbas Open Mix Fight
უკრაინის დროშა დონეცკი, უკრაინა
04 ივლისი, 2009 1 (0:00)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Александр Круглов.. (2014-11-11) Каким мы запомним Гурама. Чемпионат.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-17. ციტირების თარიღი: 2015-01-31.
  2. გუგენიშვილი გამარჯვებით დაბრუნდა. მსოფლიო სპორტი (7.04.2014). ციტირების თარიღი: 04.04.2015.
  3. გარდაიცვალა გურამ გუგენიშვილი. მსოფლიო სპორტი (9.11.2014). ციტირების თარიღი: 04.04.2015.
  4. სპორტის სასახლემ გურამ გუგენიშვილის ხსოვნის ტურნირს უმასპინძლა. მსოფლიო სპორტი (22.02.2015). ციტირების თარიღი: 04.04.2015.