შინაარსზე გადასვლა

გურამ გაბაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გურამ გაბაშვილი (დ. 5 აპრილი, 1926, ქუთაისი — გ. 2003) — ქართველი მხატვარი.

1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

1955 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში.იყო თანამედროვე ქართული ჭედური ხელოვნების ერთ–ერთი ფუძემდებელი. მისი ცნობილი ნამუშევრებია: „ლილე“ (1967), „მზე დედაა ჩემი, მთვარე მამა–ჩემი“ (1975), „დავით აღმაშენებელი“ (1979), „ბერიკაობა“ (1980), „ყეენობა“ (1988) და სხვ. მიღებული აქვს ნადირობისადმი მიძღვნილი მსოფლიო გამოფენის დიპლომი. ქართული ჭედური ხელოვნების ერთ-ერთი ამაღორძინებელი.

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 516.
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 1, თამაზ ყიფიანი, თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი, თბ., 2000, გვ. 335

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]