გურამ ბაქრაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გურამ ბაქრაძე (დ. 1 იანვარი, 1935, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

1959–1961 წლებში იყო სამხედრო ნაწილის ექიმი უნგრეთში. 1961–1969 წლებში თბილისის ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი. 1969–1973 წლებში ქ.ალჟირის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ორთოპედიის კათედრის ასისტენტი. 1973–1979 წლებში თბილისის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1979–1982 ალჟირში ქალაქის საავადმყოფოს განყოფილების გამგე. 1982–1987 წლებში ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1987 წლიდან სამედიცინო აკადემიის კათედრის დოცენტი და კურსის ხელმძღვანელი. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომის ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის აქტუალურ საკითხებზე. ეწევა სამეცნიერო–პრაქტიკულ და პედაგოგიურ მუშაობას, კითხულობს ლექციების კურსს აკადემიისა და საერო სამედიცინო სტუდენტებისათვის.

1968 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „რეგიონალური სისხლის მიმოქცევის მოშლის მნიშვნელობა ტრავმული შოკის შექცევადობისათვის.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 31

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]