გურამიშვილი (თბილისის მეტრო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურამიშვილი.
„გურამიშვილი“

პირველი ხაზი
თბილისის მეტროპოლიტენი

სადგურის ბაქანი
ამოსასვლელი 41°46′30″N 44°47′43″E / 41.77508789291328° ჩ. გ. 44.79524143315113° ა. გ. / 41.77508789291328; 44.79524143315113
რაიონი ნაძალადევის რაიონი
გახსნის თარიღი 16 ნოემბერი, 1985; 38 წლის წინ (1985-11-16)
წინა სახელები „თემქა“
ტიპი მიწისქვეშა, ღრმა ჩაწოლის ერთთაღიანი
ბაქნების რაოდენობა 1
ბაქნის ტიპი კუნძულოვანი
ბაქნის სიგრძე 102
არქიტექტორ(ებ)ი ნ. ლომიძე
მხატვარი ი. ტაბიძე
ა. ხარებავა
თ. ცხომელიძე
მშენებელი კომპანია „თბილმეტრომშენი“
ქალაქში გასასვლელი დავით გურამიშვილის გამზირი
სამუშაო გრაფიკი 06:00—00:00
⚙️ ინტერაქტიული სქემაi

სქემის შეკეცვა
პირველი ხაზისაბურთალოს ხაზიგურამიშვილი
„გურამიშვილი“ ვიკისაწყობში

„გურამიშვილი“ (ყოფილი „თემქა“) — თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ერთ-ერთი სადგური. მდებარეობს „სარაჯიშვილისა“ და „ღრმაღელეს“ შორის, ელმავალმშენებელ ქარხანასთან.[1] იგი 1985 წელის 16 ნოემბერს გაიხსნა. არქიტექტორი — ნ. ლომიძე, მხატვრები — ი. ტაბიძე, ა. ხარებავა, თ. ცხომელიძე.[1] სამშენებლო სამუშაოები განახორციელა „თბილმეტრომშენმა“.[2]

მიწისზედა პავილიონი არა აქვს. მეტროში შესასვლელი მიწისქვეშა გადასასვლელიდანაა (ესკალატორის საშუალებით). სადგური ღია წესითაა აგებული, კედლები მოპირკეთებულია სალიეთის წითელი და ურალის ღია ფერის მარმარილოთი, იატაკი — კურსების გრანიტით და მოლითის მარმარილოს ფილებით.[1]

სადგურის მოსაცდელი ვესტიბულის შესასვლელის ზემოთ და მოპირდაპირე კედელზე ჰორელიეფური გამოსახულებებია. რელიეფზე ხელოვნებისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგის სიმბოლური გამოსახულებებია დატანილი, რომლებსაც ადამიანები განასახირებენ.

2010–2011 წლებში მოხდა ჭაღების დემონტაჟი და მათი ლამპიონებით ჩანაცვლება. 2016–2017 წლებში მოხდა თაღზე წყალგაუმტარი ფენის აკვრა.[წყარო არ არის მითითებული 239 დღე]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მეტროპოლიტენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 668, ISBN 99928-20-32-2.
  2. თბილმეტრომშენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 533, ISBN 99928-20-32-2.