ქრისტეფორე გურამიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გურამიშვილი, ქრისტეფორე)

ქრისტეფორე ნაუმის ძე გურამიშვილი (დ. 1697, საგურამო, — გ. 4 მარტი, 1750) — მოსკოვის ქართული ახალშენის მოღვაწე, მისიონერი.

XVIII ს. 30-იან წლებში იგი რუსეთში, იოსებ სამებელის ამალაში იმყოფებოდა. მიიღო ნოვგოროდის იოანე ნათლისმცემლის მონასტრის იღუმენობა. მოსკოვში ბატონიშვილ ბაქარისა და იოანე სამებელის დავალებით გურამიშვილმა პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიაში მოამზადებინა ქართული შრიფტისა და სტამბის მოწყობილობა. პირველი ქართული სტამბა მოსკოვში მოეწყო 1737 წლის შემოდგომაზე. ანტონ I-თან ერთად ხელმძღვანელობდა ქართველ ემიგრანტთა საგამომცემლო საქმიანობას. 1744 წელს „ბიბლიის“ გამოცემის თაობაზე ამტყდარი უსიამოვნების გამო მოსკოვის სტამბა დაიხურა. შემდგომში მისიონერული მოღვაწეობა გაშალა ჩრდილოეთ კავკასიაში. იყო „ოსეთის სასულიერო კომისიის“ აქტიური წევრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კასრაძე ო., ძველი ქართული ნაბეჭდი წიგნი, თბ., 1973;
  • სიხარულიძე ფ., რუსეთ-საქართველოს კულტურული ურთიერთობის ისტორიიდან, კრ.: მეგობრობა, თბ., 1979;
  • შარაშიძე ქ., ქართული ანბანი XIX საუკუნემდე, წგ.: ქართული საანბანო წიგნის ბიბლიოგრაფია (1629–1955), თბ., 1957;
  • Абрамишвили А. З., Из истории грузинского книгопечатания за пределами Грузии, კრ.: Книга. Исследования и материалы, сб. 3, М., 1960;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]