გუნტური
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
გუნტური | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
კოორდინატები | 16°18′00″ ჩ. გ. 80°27′00″ ა. გ. / 16.30000° ჩ. გ. 80.45000° ა. გ. |
ფართობი | 45.79 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 30±1 მეტრი |
ოფიციალური ენა | ტელუგუ[1] |
მოსახლეობა | 647 508 (2011)[2] |
სასაათო სარტყელი | Indian Standard Time[3] |
სატელეფონო კოდი | 0863 |
საფოსტო ინდექსი | 522002–522006 |
ოფიციალური საიტი | http://www.gunturcorporation.org |
გუნტური (ინგლ. Guntur) — ქალაქი ინდოეთის შტატ ანდჰრა-პრადეშში. გუნტურის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ანდჰრა-პრადეშის დედაქალაქის რეგიონის ნაწილი. მდებარეობს აღმოსავლეთ სანაპირო ვაკეზე, შტატის დედაქალაქ ამარავატიდან 25 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით. ინდოეთის მოსახლეობის 2011 წლის აღწერის მიხედვით, გუნტურის მოსახლეობა 743 354 ადამიანს შეადგენს და შტატის მასშტაბით მესამე ყველაზე მრავალმოსახლიანი ქალაქია.[4] ქალაქის ფართობი 159.46 კმ²-ია. ქალაქი შტატის გულში მდებარეობს, ანდჰრა-პრადეშის ცენტრია და სხვადასხვა რეგიონის დამაკავშირებელ ფუნქციას ასრულებს.
ქალაქი დედაქალაქის რეგიონის ნაწილია და შტატის დედაქალაქ ამარავატთან სიახლოვის გამო აქ მრავალი სახელმწიფო ოფისი და სააგენტოა განთავსებული. გუნტური ეროვნული დედაქალაქიდან, ნიუ-დელიდან 1 100 მილით სამხრეთით მდებარეობს. იგი მსოფლიოს მასშტაბით 24-ე და ინდოეთის მასშტაბით მე-11 ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია.[5]
გუნტური წიწაკის, ბამბისა და თამბაქოს ექსპორტის მთავარი კერაა და აზიის მასშტაბით წიწაკის ერთ-ერთი უდიდესი ბაზარი აქვს.[6] იგი შტატის მთავარი სატრანსპორტო, საგანმანათლებლო, სამედიცინო და კომერციული კერაა.[7] ქალაქსა და მის მახლობლად მდებარე ანტიკურ ტაძრებსა, ნაგებობებსა და სხვა ღირსშესანიშნაობებს შორისაა: კონდავეედუს ფორტი, ამარესვარასვამის ტაძარი, უნდავალის მღვიმეები და შრი ბრამარაბჰა მალესვარა სვამის ტაძარი სოფელ პედაკაკანში.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სანსკრიტულ დოკუმენტებშ გუნტურს გარტჰაპური ეწოდება; ტელუგუზე გუნტლაპური „წყლის ტბორებით (გუბურებით) შემოსაზღვრულ ადგილს“ ნიშნავს.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სანსკრიტულ დოკუმენტებშ გუნტურს გარტჰაპური ეწოდება; ტელუგუზე გუნტლაპური „წყლის ტბორებით (გუბურებით) შემოსაზღვრულ ადგილს“ ნიშნავს. დასახლება შეიძლება გუბურის (ტელუგუზე გუნტა) მახლობლად ყოფილიყო, შესაბამისად, გუნტა ურუ ნიშნავს „გუბურის სოფელს“.[8] სხვა წყაროს მიხედვით, სახელწოდება შეიძლება მომდინარეობს მიწის საზომი ერთეულიდან კუნტა, რომელის შემდგომში კუნტა ურუდ, საბოლოოდ კი „გუნტურად“ ტრანსოფორმირდა.[9]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გუნტურის კოორდინატებია: ჩრდ. განედი 16.29° და აღმ. გრძედი 80.43°. საშუალო სიმაღლე 33 მეტრია. მდებარეობს ვაკეებზე. ქალაქის გარეუბნებში რამდენიმე ბორცვია. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში პერეჩერლის ტყე-ნაკრძალი მდებარეობს.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, გუნტურში ტროპიკული კლიმატია მშრალი ზამთრით (Aw). საშუალო ტემპერატურა მთელი წლის მანძილზე თბილი ან ცხელია. ზაფხულში, განსაკუთრებით მაისსა და ივნისში, ყველაზე მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, რომელსაც ჩვეულებრივ მუსონური წვიმები მოსდევვს. ზამთრის სეზონში, ნოემბრიდან თებერვლამდე, ამინდი ჩვეულებრივ მშრალია და ნალექი მცირეა ან საერთოდ არ მოდის. ყველაზე თბილი თვე ივლისია. საშუალო წლიური ტემპერატურაა 28.5 °C (83.3 °F), ხოლო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 905 მმ-ს უდრის. ქარიშხლები და ციკლონები ხშირია წვიმების სეზონის დროს, რომელიც მუსონთან ერთად ივნისში იწყება. ციკლონები წლის ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს, მაგრამ ყველაზე ხშირად მაისიდან ნოემბრამდე პერიოდში ხდება.[10]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2011 წლის აღწერის მიხედვით, გუნტურის მოსახლეობა 743 354 ადამიანს შეადგენს.[4] 2023 წლის მიახლოებითი მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 981 000 ადამიანამდე გაიზარდა.[11]
იმავე აღწერის მიხედვით, 2012 წელს ქალაქის გაფართოებამდე, მოსახლეობის უმრავლესობა (545 928 ადამიანი) ტელუგუზე საუბრობს, 109 574 ადამიანი ― ურდუზე. უმცირესობის ენებია ჰინდი, ორია და ტამილური ენა.[12] 522 030 ადამიანი (77.91%) ინდუიზმის მიმდევარია, 120 974 (18.05%) ― ისლამის, 21 787 (3.25%) ― ქრისტიანობის, 2 312 (0.35%) ― ჯაინიზმის, 2 605-ს (0.82%) კი რელიგია არ დაუსახელებია.[13]
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გუნტურის მთლიანი შიდა პროდუქტი 6.826 მილიარდი $-ია.[14] შედის აღმოსავლეთ სანაპიროს ეკონომიკურ დერეფანში.[15] როგორც შტატის დედაქალაქის რეგიონის ნაწილი, გუნტურში ბევრი სახელმწიფო ოფისი და სააგენტოა განთავსებული, მათ შორის სოფლის მეურნეობის მარკეტინგის განყოფილება,[16] თამბაქოს საბჭო და სანელებლების საბჭო.[17]
ინდოეთის მსოფლიოში წიწაკის უმსხვილესი ექსპორტიორია, რომლის დიდი ნაწილის გუნტურის ირგვლივ მოჰყავთ.[18] ქალაქში წიწაკის უდიდესი ბაზარი მდებარეობს.[19][6]
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]HDHV (2016). „Guntur Municipal Corporation Situation analysis report“ (PDF). guntur.cdma.ap.gov.in. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 13 June 2018. ციტირების თარიღი: 13 June 2018.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Guntur City, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- OSM map overlaid with Guntur Municipal Corporation limits, Guntur bypass and Inner Ring Road
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://www.gunturcorporation.org/about_gmc/poems.pdf
- ↑ http://censusindia.gov.in/pca/SearchDetails.aspx?Id=668518
- ↑ https://www.timeanddate.com/time/zone/india
- ↑ 4.0 4.1 About Guntur Municipal corporation. ციტირების თარიღი: 2024-03-17
- ↑ Guntur population density (21 November 2021).
- ↑ 6.0 6.1 „Chillies lose sting, exports & Guntur markets only hope – The Economic Times“. The Economic Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 April 2019. ციტირების თარიღი: 27 May 2017.
- ↑ „Guntur Educational Hub“. The Hans India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 April 2021. ციტირების თარიღი: 12 March 2021.
- ↑ District Profile. ციტირების თარიღი: 6 June 2017
- ↑ Pullaiah, T. (2000) Flora of Guntur District, Andhra Pradesh, India. Regency Publications, გვ. 2. ISBN 9788187498162.
- ↑ HDHV 2016, p. 02-5.
- ↑ Guntur population likely to cross 10 lakh mark soon (9 June 2023). ციტირების თარიღი: 2 October 2023
- ↑ C-16 Population By Mother Tongue – Town Level. Registrar General and Census Commissioner of India. ციტირების თარიღი: 13 May 2019 Select "Andhra Pradesh" from the download menu. Data for "Guntur (M+OG)" is at row 12602 of the excel file.
- ↑ C-1 Population By Religious Community. Registrar General and Census Commissioner of India. ციტირების თარიღი: 13 May 2019 Select "Andhra Pradesh" from the download menu. Data for "Guntur (M+OG)" is at row 2682 of the excel file.
- ↑ Metroverse | Harvard Growth Lab en. ციტირების თარიღი: 2024-08-26
- ↑ Industrial Corridor (27 November 2013). ციტირების თარიღი: 16 May 2014
- ↑ „Departments moving to new Capital Region“. The Hindu. 16 June 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 April 2021.
- ↑ Goswami, Bhupen (8 October 2018). „Bengal Opposes Tea Board of India headquarter shift To Assam“. APN News. Guwahati. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 April 2021. ციტირების თარიღი: 25 April 2019.
- ↑ Dry Red Chilli – Nothing chilly about these little red devils (2015-05-01). ციტირების თარიღი: 2024-03-13
- ↑ Jonathan, P. Samuel. „Trading at Guntur chilli marketyard comes to a halt“. The Hindu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 March 2016. ციტირების თარიღი: 27 May 2017.