შინაარსზე გადასვლა

შარლ გუნო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გუნო, შარლ)
შარლ გუნო

შარლ გუნო (ფრანგ. Charles François Gounod; დ. 17 ივნისი, 1818 — გ. 18 ოქტომბერი, 1893) — ფრანგი კომპოზიტორი, ოპერა „ფაუსტის“ ავტორი. საფრანგეთის ინსტიტუტის წევრი (1866).

1836-1838 წლებში პარიზის კონსერვატორიაში სწავლობდა. ჟაკ ფრანსუა ჰალევისთან (კონტრაპუნქტი და ფუგა), ფერდინანდო პაერთან და ჟან ფრანსუა ლესიუერთან (კომპოზიცია). 1839 მისმა კანტატა „ფერნანმა“ რომის დიდი პრემია დაიმსახურა. 1845-1852 მუშაობდა პარიზის ერთ-ერთ ეკლესიაში ორგანისტად და კაპელმეისტერად. 1852-1860 სათავეში ჩაუდგა პარიზის „ორფეონს“ (საგუნდო საზოგადოებათა გაერთიანება). 1870-1875 ცხოვრობდა ლონდონში, სადაც დააარსა საზოგადოება „გუნოს გუნდი“ (ამჟამად „სამეფო საგუნდო საზოგადოება“). 1850 გუნომ დაწერა პირველი ოპერა „საფო“, სხვა ოპერებია: „ძალად ექიმი“ (1857), „ფილემონი და ბაეკიდა“ (1859), „საბის დედოფალი“ (1861), „რომეო და ჯულიეტა“ (1865), განსაკუთრებული წარმატება მოიპოვა ლირიკულმა ოპერა „ფაუსტმა“ (იოჰან ვოლფგანგ ფოეთეს ამავე სახელწოდების ტრაგედიის მიხედვით, 1859, პარიზის „ლირიკის თეატრი“). 1869 წელს გუნომ შეცვალა „ფაუსტის“ დიალოგები რეჩიტატივებით და დაუმატა საბალეტო აქტი „ვალბურგიის ღამე“. „ფაუსტმა“ გუნოს მსოფლიო სახელი მოუხვეჭა. ოპერებს გარდა გუნოს ეკუთვნის სას. ნაწარმოებები (მესები, რეკვიემი), [[იოჰან სებასტიან ბახი|]ს] პირველი პრელუდიის (დო მაჟორი) მუსიკაზე აგებული საყოველთაოდ ცნობილი „ავე მარია“ სოპრანოს, ვიოლინოს, ფორტეპიანოსა და ორგანისათვის, კანტატები, სიმფონიები, საფორტეპიანო პიესები, რომანსები და სიმღერები.

  • Sadie, S. (ed.) (1980) The New Grove Dictionary of Music & Musicians, [vol. # 7].
  • Scholes. The Oxford Companion to Music, 10th ed., pp. 416–417.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: