გუნდის მომღერალი (მოთხრობა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გუნდის მომღერალი
ჟანრი მოთხრობა
ავტორი ანტონ ჩეხოვი
მშობლიური ენა რუსული
დაწერილია 1886
გამოცემულია 18 ივლისი, 1886

გუნდის მომღერალი (რუს. Хористка) — ანტონ ჩეხოვის მოთხრობა, რომელიც 1886 წელს დაიწერა. პირველად, 1886 წლის 18 ივლისს, ჟურნალ „Околки“-ს მე-14 ნომერში გამოქვეყნდა.

გამოქვეყნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთხრობა პირველად, 1886 წლის 18 ივლისს, ჟურნალ „Околки“-ს მე-14 ნომერში გამოქვეყნდა. თავდაპირველად მისი სათაური „მომღერალი ქალი“ იყო და ავტორი ხელს აწერდა როგორც ა. ჩეხონტე. ნაწარმოების გადამუშავებული ვერსია შევიდა საქველმოქმედო ანთოლოგიაში „გზა-ბილიკი. სამეცნიერო-ლიტერატურული კრებული გადასახლებაში მყოფი საჭიროების მქონე საზოგადოების სასიკეთოდ“. პეტერბურგი., 1893.

მოთხრობის ადოლფ მარქსის მიერ 1899—1901 წლებში გამოცემულ თხზულებათა კრებულის მეორე ტომში შესვლამდე, ჩეხოვმა ტექსტში გარკვეული ცვლილებები შეიტანა. ნაწარმოებში ცვლილების შეტანისას ჩეხოვმა მთავარი გმირისადმი საკუთარი დამოკიდებულება შეცვალა. „გარყვნილი ქალის ცხოვრების იუმორისტული ეპიზოდიდან დამცირებული ადამიანის ლირიკული, ნაღვლიანი ისტორია შექმნა“[1].

ჩეხოვის სიცოცხლეშივე მოთხრობა უნგრულ, გერმანულ, პოლონურ და სლოვაკურ ენებზე ითარგმნა.

მოკლე სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთხელ მომღერალ პაშას აგარაკის ანტრესოლში მისი თაყვანისმცემელი ნიკოლაი პეტროვიჩ კოლპაკოვი იჯდა. აგარაკზე მყოფთა მყუდროება იდუმალმა სტუმარმა დაარღვია, რომელიც ქალბატონი აღმოჩნდა. ქალმა თავის ქმართან შეხვედრა მოითხოვა, რომელიც თითქოს აგარაკზე იმყოფებოდა და სხვა ოთახში იმალებოდა. შემდეგ მოითხოვა, რომ პაშას მისი ქმრის მიერ ნაჩუქარი ყველა საჩუქარი დაებრუნებინა, რადგან ქმარმა საკმაოდ დიდი თანხა აიღო და მიითვისაт. პაშამ მისთვის საკუთარი ოქროს სამაჯურისა და ლალისთვლიანი ბეჭდის მიცემა გადაწყვიტა, მაგრამ ეს ის სამკაულები არ იყო. ბოლოს და ბოლოს ქალმა ეს სამკაულების წაიღო და კიდევ სხვაც.

ეს ყველაფერი კოლპაკოვის თვალწინ ხდებოდა. მომღერლის ასეთი დამცირების შემყურე კოლპაკოვი წამოიძახებს: „არა, მე ამას საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებ! ვერასდროს ვაპატიებ! მომშორდი… ნაგავო! — უყვიროდა ზიზღიანი ხმით პაშას და აკანკალეული ხელებით მის გაწევას ცდილობდა. — ის მის წინაშე მუხლებზე დადგომას აპირებდა და… ვის წინაშე? შენს წინაშე! ოჰ, ღმერთო ჩემო!“.

კოლპაკოვმა მომხდართან დაკავშირებით თავისი შეხედულება დააფიქსირა და წავიდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ანტონ ჩეხოვი გუნდის მომღერალი // Чехов А. П. Полное собрание сочинений и писем: В 30 т. Сочинения: В 18 т. / АН СССР. Ин-т мировой лит. им. А. М. Горького. — М.: Наука, 1974—1982.
  • „Научное слово“, 1904, № 3, стр. 162.

ინტერნეტ-რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Polotskaya E. A. Commentaries to Хористка. The Works by A. P. Chekhov in 12 volumes. Khudozhestvennaya Literatura. Moscow, 1960. Vol. 4, pp. 547—548