შინაარსზე გადასვლა

გუნდაობა (მოკლემეტრაჟიანი ფილმი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გუნდაობა
რეჟისორი უცნობი
პროდიუსერი ძმები ლუმიერები
გამოსვლის თარიღი 1897
ხანგრძლივობა 44 წამი
ქვეყანა საფრანგეთი
ენა მუნჯი
„გუნდაობა“ (1897)

„გუნდაობა“ (ასევე ცნობილი, როგორც „Bataille de neige“)[1][2]1897 წლის ფრანგული, მოკლემეტრაჟიანი, მუნჯი ფილმი, ძმებ ლუმიერების პროდიუსერობით. გადაღებულ იქნა ლიონში, საფრანგეთში. ასახავს ქუჩაში გუნდაობის სცენას.

კამერა თოვლით დაფარული ქუჩის კადრს გვაჩვენებს. ქუჩის ორივე მხარეს მდგარი რამდენიმე პიროვნება გუნდაობაშია ჩართული. გზაზე გამოდის ველოსიპედისტი, რომელსაც ხვდება ნასროლი გუნდები, კარგავს ველოსიპედზე კონტროლს და მიწაზე ეცემა. ერთ-ერთი (მამაკაცი) მოთამაშე დაცემულის ველოსიპედს იღებს და აყენებს, რა დროსაც ველოსიპედისტიც დგება, სწრაფად ართმევს მამაკაცს ველოსიპედს, ზედ ჯდება და კადრიდან გადის. გუნდაობა გრძელდება.[3]

გადაღება შედგა ლიონში, საფრანგეთში.[3] კადრი გადაღებულ იქნა სინემატოგრაფით, კამერით, რომელიც ფილმის პროექტორად და დამამუშავებლადაც გამოიყენებოდა. ყველა სხვა ადრეული ლუმიერის ფილმის მსგავსად, ჩანაწერი 35 მმ ფორმატში, 1.33:1-ის სიგრძე-სიგანის თანაფარდობით გაკეთდა.

დღევანდელი მდგომარეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი სიძველიდან გამომდინარე, ფილმის ინტერნეტიდან უფასოდ გადმოწერა დაშვებული და შესაძლებელია. ის შევიდა მრავალ კინოკოლექციაში, მათ შორის „კინო იწყება — ადრეული კინემატოგრაფიის საგანძური, 1894-1913“.[4] 2020 წელს „New York Times“-მა ფილმის აღდგენილი ვერსიის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც განიხილება რუსი მოყვარული კინორესტავრატორის მიერ ატვირთული, გაფერადებული ჩანაწერი Youtube-ის პლატფორმაზე. სემ ანდერსონმა, სტატიის ავტორმა, ამ რესტავრაციას „გამაოგნებლად თანამედროვე იერის მქონე“ უწოდა.[5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Bataille de neige (3 December 2013).
  2. 1896-1906-films LUM 0101.
  3. 3.0 3.1 McKim, Kristi (2013). Cinema as Weather: Stylistic Screens and Atmospheric Change, Routledge Advances in Film Studies (en). Routledge, გვ. 46. ISBN 978-0415894128. 
  4. DVD. ციტირების თარიღი: 10 June 2007
  5. Anderson, Sam (5 November 2020). „Watch This Snowball Fight From 1897 for a Jolt of Pure Joy“. The New York Times. ციტირების თარიღი: 7 November 2020.