გუმაჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გუმაჩი
მწვერვალი გუმაჩი და არისტოვის კლდეები (მარჯვნივ)
მწვერვალი გუმაჩი და არისტოვის კლდეები (მარჯვნივ)
კოორდინატები: 43°11′20″ ჩ. გ. 42°46′33″ ა. გ. / 43.18889° ჩ. გ. 42.77583° ა. გ. / 43.18889; 42.77583
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული საქართველო/სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე/მესტიის მუნიციპალიტეტი
რუსეთი/ყაბარდო-ბალყარეთი
სიმაღლე 3805 
ქედი სვანეთის კავკასიონი
გუმაჩი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
გუმაჩი
გუმაჩი — ყაბარდო-ბალყარეთი
გუმაჩი

გუმაჩი,[1] გუმაჩიბაში (რუს. Гумачи) — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე. ადმინისტრაციულად მოქცეულია საქართველოს — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარისა და რუსეთის — ყაბარდო-ბალყარეთის საზღვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3805 მ.[2] მდებარეობს სვანეთის კავკასიონზე, მდინარე ადილსუს ზემოთებიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, მწვერვალებს ჩეგეთაუ-ჩანასა და ჯანთუგანს შორის. მწვერვალიდან ჩრდილოეთით იწყება ადილსუს ქედი, რომელიც ყოფს მდინარეების ადილსუსა და ადირსუს ხეობებს და რომელზედაც აღმართულია გუმაჩის უღელტეხილი. კალთებიდან ეშვება მყინვარი გუმაჩი და ჯანყუათი.[3] ყარაჩაი-ბალყარული ენიდან მწვერვალის სახელწოდება ითარგმნება, როგორც „ტილოთი ჩამოკიდებული მწვერვალი“.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გუმაჩი — უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
  2. Топонимический словарь Кавказа
  3. Владимир Бестугин, Алексей Жданов. Здорово наступит никогда. — Нальчик: Litres, 2018.
  4. Коллектив авторов. Побежденные вершины (сборник советского альпинизма). — Москва: Князь, 1972.