გულ-ფილტვის რეანიმაცია
გულ-ფილტვის რეანიმაცია (რე... და ლათ. animatio — „გაცოცხლება“) — ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც ტერმინალური მდგომარეობის დროს მიმართულია ადამიანის სასიცოცხლო ფუნქციების აღსადგენად. რეანიმაციას შეისწავლის მედიცინის დარგი რეანიმატოლოგია. ტერმინალური მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა მიზეზის (მძიმე ტრავმა, მოწამვლა, დამწვრობა, სისხლდენა, დახრჩობა, გულის კუნთის ინფარქტი, თირკმლების მწვავე უკმარისობა, ტეტანუსი და სხვა) შედეგად. თანამედროვე რეანიმაციული ღონისძიებები, ორგანიზმის უშუალო გაცოცხლების გარდა, მიმართულია ნივთიერებათა ცვლის მწვავე დარღვევების (ელექტროლიტური, აიროვანი), სისხლის მიმოქცევის, სუნთქვის, თირკმლებისა და ღვიბლის მწვავე უკმარისობის წინააღმდეგ. ტერმინალური მდგომარეობიდან სრულყოფილად გამოყვანა დამოკიდებულია აგრეთვე ცენტრ. ნერვული-სისტემის უმაღლესი ნაწილების დროულ კომპენსაციაზე. რეანიმაციისათვის იყენებენ სხვადასხვა, „მ. შ. ელექტრონულ (კარდიომონიტორი, ექტროსტიმულატორი, დეფიბრილატორი) აპარატურას, ქირურგიულ ხერხებს (ტრაქეოსტომია, მსხვილი სისხლძარღვების პუნქცია და კათეტერიზაცია), ფარმაკოლოგიურ საშუალებებს (ადრენომიმეტიკური და ქოლინორეაქციული საშუალებანი, გლიკოზიდები, კორტიკოსტეროიდები და სხვა), ისეთ მეთოდებს, როგორიცაა გულის არაუშუალო (გულმკერდის გახსნის გარეშე) მასაჟი ხელოვნური სუნთქვა პირით — პირში, პირით — ცხვირში და სხვა. სასწრაფო რეანიმაცი მომსახურებას ავადმყოფს უწევს სასწრაფო დახმარება, რომელსაც აქვს სპეციალური დანადგარებით აღჭურვილი ავტომანქანები და ჰყავს სპეც ბრიგადები (შოკის, ინფარქტის, ტოქსიკოლოგიური და სხვა). რეანიმაციული ღონისძიებების მთლიანი კომპლექსი ტარდება რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის სპეციალიზებულ განყოფილებებში (ცენტრებში), რომლებიც შექმნილია კარდიოლოგიურ, ქირურგიულ, ნევროლოგიურ და სხვა ცენტრებთან ან ქალაქისა და საოლქო დიდ საავადმყოფოებთან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მაჭავარიანი შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 321.