გრიგოლ გულჯავარასაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გულჯავარასაშვილი, გრიგოლ)

გრიგოლ გულჯავარასაშვილიXVII საუკუნის II ნახევრის ქართველი მხატვარი. 1678-1688 წლებში მისი ხელმძღვანელობით მოუხატავთ მცხეთის სვეტიცხოვლის შიგნითა „სვეტის“ კედლები, რაზედაც მიუთითებს თვით „სვეტზე“ მინაწერი.

მისი ნამუშევრებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა წმ. ნინოს ცხოვრებისა და ქართლის მოქცევის ციკლი, რომელიც შინაარსობრივად დაკავშირებულია ძველ ქართულ გადმოცემასთან და მატიანეთა მონათხრობთან. არის აგრეთვე საღვთო წერილის ცნობილი სიუჟეტებიც. მხატვრობის სხვადასხვა მანერა და ხარისხი გვაფიქრებინებს, რომ „სვეტის“ მოხატვაში გულჯავარასაშვილს თანაშემწეები ეხმარებოდნენ. ძეგლი თავისი ხასიათით გვიანდელი ფეოდალური ხანის ტიპური ნაწარმოებია: იგი მოკლებულია მონუმენტურობას, შესრულების ტექნიკა „მინიატიურულია“, ადამიანთა ფიგურები — წვრილი და წაგრძელებული, ხუროთმოძღვრული ფონი კი დაქუცმაცებული. გულჯავარასაშვილი თავისი დროის გამოცდილი და დახელოვნებული ოსტატი იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]