გულძმარვა
გულძმარვა — წვის უსიამოვნო შეგრძნება გულის კოვზთან და საყლაპავის გასწვრივ. იწვევს კუჭიდან საყლაპავში კუჭის მჟავე შიგთავსის დაბრუნება ზოგჯერ დაკავშირებულია საყლაპავი მილის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის მოტორიკის მოშლასთან. გულძმარვა აღინიშნება წყლულოვანი დაავადების, გასტრიტის, ქოლეცისტიტის, კუჭის წვენის მომეტებული მჟავიანობისა და სხვათა დროს. შეიძლება გამოიწვიოს მლაშე, ცხარე, ცხიმიანმა საკვებმა.
მკურნალობა: გულძმარვის გამომწვევი დაავადების მკურნალობა, სპეციალური დიეტა, ნახშირწყლებისა და ისეთი ნივთიერებების შეზღუდვა, რომლებიც აძლიერებს კუჭის წვენის გამოყოფას. მიმართავენ აგრეთვე ჭარბი მჟავიანობის გამანეიტრალებელ საშუალებებს (საჭმელი სოდა, მწვარი მაგნეზია და სხვა). მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობით, ვინაიდან ტუტეების ხშირმა და უსისტემო ხმარებამ შეიძლება დააზიანოს კუჭის ლორწოვანი გარსი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 306.