გულყვითელა
იერსახე
გულყვითელა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სამკურნალო გულყვითელა (Calendula officinalis) | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Calendula L., 1753 | ||||||||||||||
|
გულყვითელა, ნარგიზელა (ლათ. Calendula) — მრავალწლოვანი ან ერთწლოვანი ბალახოვანი, იშვიათად ბუჩქ-ბალახა მცენარეების გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვთ ჯირკვლოვანი ბუსუსებით შემოსილი 5-60 სმ სიმაღლის ღერო, მოგრძო, ლანცეტა ფოთლები, დიდი ზომის კალათა ყვავილედებად შეკრებილი მოყვითალო-ნარინჯისფერი ყვავილები.
ევროპასა და აზიაში გვხვდება გულყვითელას 20-ზე მეტი სახეობა. ძველთაგანვე ცნობილია დეკორატიული სახეობა სამკურნალო გულყვითელა (Calendula officinalis), რომელსაც სამკურნალოდაც იყენებენ. საქართველოში იზრდება გულყვითელას 2 სახეობა: Calendula arvensis და Calendula gracilis. პირველი გვხვდება თბილისის სამხრეთით მდებარე რაიონებში, დანაგვიანებულ ადგილებზე, მეორე იზრდება ქიზიყში (ელდარის ველი), მშრალ ფერდობებზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 306.
- გურგენიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 199.