გულნარა ქარიმოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
გულნარა ქარიმოვა
Gulnara Karimova.jpg
დაბადების თარიღი 8 ივლისი 1972
ფერღანა, უზბეკეთის სსრ, სსრკ
ეროვნება უზბეკი
მოქალაქეობა უზბეკეთი
საქმიანობა დიპლომატი, საზოგადო მოღვაწე, მეწარმე, მომღერალი
შვილ(ებ)ი ისლამი, იმანი

გულნარა ქარიმოვა (უზბ.Gulnora Islomovna Karimova, დ.1972 წ.) - უზბეკი დიპლომატი, ბიზნესმენი, სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელი, პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვის უფროსი ქალიშვილი, საერთაშორისო მასშტაბური კორუფციული სკანდალის მთავარი ფიგურანტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გულნარა ქარიმოვა დაიბადა ფერღანაში 1972 წლის 8 ივლისს. მათემატიკის აკადემიის დამთავრების შემდეგ 1988 წელს მან ჩააბარა ტაშკენტის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფაკულტეტზე. მოგვიანებით სამი წლის განმავლობაში იგი სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში, სადაც რეგიონმცოდნეობაში დიპლომი მიიღო. ტაშკენტში არსებულ უნივერსიტეტებში კი მან მიიღო ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებათა სფეროში და ტელეკომუნიკაციების დარგში.

კარიერული აღმასვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1995 წელს ქარიმოვამ მუშაობა დაიწყო საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლიტიკური ანალიზის და პროგნოზირების განხრით. წლების განმავლობაში იგი დიპლომატიურ ასპარეზზე მუშაობდა სხვადასხვა ქვეყნებში:

პრეზიდენტის ოჯახის წევრობამ გულნარას ფართო ასპარეზი მისცა აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის. მაგალითად, მან ჩამოაყალიბა სოციალური მხარდაჭერის ფონდი, ქალთა ორგანიზაცია, ხელოვნების და კულტურის ფონდი. როგორც მომღერალმა, გამოუშვა პოპ-მუსიკის ჟანრის ალბომი. ის საქმიანობდა, აგრეთვე, მოდის სფეროში და მსოფლიოში ცნობილ პირებთან ერთად მონაწილეობდა სიმპოზიუმებში, კონფერენციებში, სემინარებში, კონცერტებში თუ საქველმოქმედო საღამოებში.

2012 წელს გულნარა ქარიმოვამ თავისი დიდების ზენიტს მიაღწია. ხელისუფლებაში მისი გავლენების გათვალისწინებით, ზოგი მიმომხილველი მას განიხილავდა, როგორც ხანშიშესული მამის შესაძლო მემკვიდრეს საპრეზიდენტო პოსტზე.

დაღმასვლა და შინაპატიმრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომდევნო წელს წარმოჩინდა, რომ პრეზიდენტის უფროს ქალიშვილს სერიოზული პრობლემები ჰქონდა ოჯახის წევრებთან: დედას ბრალი დასდო მის წინააღმდეგ შავი მაგიის გამოყენებაში, დასთან კომუნიკაცია არ გააჩნდა 12 წლის მანძილზე, მამასთან ურთიერთობის გაციებას კი კონტაქტის შეზღუდვა მოჰყვა.[1] მცირე ხანში დაიწყო მრავალწლიანი მუშაობის შედეგად შექმნილი ბიზნეს-ქსელის რღვევა - დაიხურა მისი კუთვნილი მაღაზიები, ფონდები თუ სატელევიზიო არხები.

შვედმა ტელეჟურნალისტებმა ჩაატარეს გამოძიება უზბეკურ კავშირგაბმულობის ბაზარზე შვედური კომპანიის შესვლის პერიპეტიებთან დაკავშირებით.[2] პარალელურად, შვეიცარიელმა გამომძიებლებმა აღძრეს სისხლის სამართლის საქმე ქვეყნის ბანკებში ქარიმოვის სახელთან დაკავშირებული ასობით მილიონი დოლარის გადარიცხვების გარემოებების გასარკვევად. ფულის გათეთრების სკანდალის ფარგლებში სასამართლომ დააყადაღა გულნარას საბანკო ანგარიშებზე არსებული 350 მლნ დოლარი.

ისლამ ქარიმოვმა დაუშვებლად მიიჩნია საკუთარი რეპუტაციის შელახვა ქალიშვილის მხრიდან და 2014 წელს შინაპატიმრობაში მისი მოთავსება უზრუნველყო. გულნარას მდგომარეობა არც მამის გარდაცვალების შემდეგ გაუმჯობესდა. უფრო მეტიც, 2017 წელს მის წინააღმდეგ ოფიციალურად გამოცხადდა განაჩენი 10 წლიანი პატიმრობის შესახებ, რომელიც ხუთწლიანი შინაპატიმრობით შეიცვალა.

პატიმრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის მარტში შინაპატიმრობის პირობების დარღვევის მოტივით გულნარა ქარიმოვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.[3]

ამავდროულად, აშშ-ის იუსტიიის დეპარტამენტმა გამოაცხადა ფულის გათეთრების საქმეზე ქარიმოვას წინააღმდეგ ბრალდების წაყენების შესახებ. უწყების მონაცემებით, მსხვილმა სატელეკომუნაკაციო კომპანიებმა მტს-მ, ვიმპელკომმა და თელიამ უზბეკურ ბაზარზე საქმიანობის დაწყების უზრუნველსაყოფად 2004-12 წწ. ქრთამის სახით ჯამში 865 მლნ.დოლარი გადაუხდეს გულნარა ქარიმოვას. რამდენადაც კორუფციული სქემის განხორციელებისათვის გამოყენებული იქნა აშშ-ს საფინანსო სისტემა, საქმე დაექვემდებარა მისი სამართალდამცავი სააგენტოების იურისდიქციას.[4]

2020 წლის თებერვალში პატიმარმა წერილი მისწერა მოქმედ პრეზიდენტს შავკათ მირზიიოევს, რომელშიც ითხოვა მის წინააღმდეგ საქმეები შეწყვეტა უზბეკეთის ბიუჯეტის სასარგებლოდ 686 მლნ დოლარის გადახდის სანაცვლოდ. წერილში მან აღიარა, რომ სასამართლოებმა პირადად მისი და, აგრეთვე, მისი შვილების კუთვნილი 1,2 მლრდ დოლარის ღირებულების უძრავი ქონების და ფულადი თანხის კონფისკაცია მოახდინეს.

წლის ბოლოს შვეიცარიის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქარიმოვას პრეტენზია გიბრალტარში რეგისტრირებული კომპანიის ფლობის შესახებ, რითაც გაჩნდა იმედი 350 მლნ დოლარის დეპოზიტის მქონე გაყინული ანგარიშის განბლოკვასთან დაკავშირებით.[5] თუმცა მანამდე უზბეკეთის პროკურატურამ ექს-პრეზიდენტის ქალიშვილს კიდევ ერთ კორუფციულ საქმეზე წაუყენა ბრალდება, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს კუთვნილი ცემენტის ორი ქარხნის შეძენას უცხოელ ბიზნესმენებზე მათი სარფიანი გაყიდვის მიზნით.

ოჯახური მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ათი წლის მანძილზე ქორწინებაში იმყოფებოდა აშშ-ს მოქალაქეზე, რომელიც ავღანეთის ტაჯიკურ თემს წარმოადგენს. განქორწინებულია, ჰყავს ორი შვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირადი გვერდი ინსტაგრამზე

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]