გულნარა ქავთარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გულნარა ქავთარაძე (დ. 22 ივნისი, 1921, მოსკოვი — გ. 20 დეკემბერი, 2000) — ქართველი პიანისტი და პედაგოგი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1960), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1976).

1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს განხრით, ხოლო 1949 წელს — ასპირანტურა. 1941 წლიდან თბილისის ფილარმონიის სოლისტი იყო. ეწეოდა ნაყოფიერ საკონცერტო მოღვაწეობას. ქართველი კომპოზიტორთა ნაწარმოებების პირველი შემსრულებელი და ინტერპრეტატორი. მისი შესრულება გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალური ოსტატობით. გასტროლებს მართავდა ყოფილ სსრკ ქალაქებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში. 1959 წლიდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი იყო, ხოლო 1978 წლიდან პროფესორი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998). დასაფლავებულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]