გულნარა გერსამია
გულნარა გერსამია (დ. 13 თებერვალი, 1924, თბილისი — გ. 2008) — ქართველი ექიმი და მეცნიერი.
1946 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი.
1946-1951 წლებში მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის რესპუბლიკური დისპანსერის ქირურგ-ორდინატორად. 1951–1959 წლებში პათომორფოლოგიური ლაბორატორიის გამგე. 1959-1977 წლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის პათომორფოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ხოლო 1977 წლიდან გარდაცვალებამდე — ამავე ინსტიტუტის პათომორფოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „სარძევე ჯირკვლის კიბოს ოპერაციამდელი რენტგენოთერაპიის შემდგომი კლინიკურ–მორფოლოგიური ცვლილებები“, დაიცვა 1959 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა — „დასხივებული სარძევე ჯირკვლის კიბოს სტრუქტურული ცვლილებების მექანიზმების საკითხისათვის“, დაიცვა 1968 წელს.