გულნარა აბულაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გულნარა აბულაძე
დაბ. თარიღი 1949[1]
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

გულნარა აბულაძე (დ. 1949) — ქართველი ექიმი, მეცნიერი. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი.

იყო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტი პათოფიზიოლოგიისა და პათანატომიის სპეციალობით 1962–1965 წლებში, ხოლო 1967–1977 წლებში ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის გულის ქირურგიის განყოფილების თერაპევტი. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი 1967–1978 წლებში; 1979 წელს მოსკოვში ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ინსტიტუტში გაიარა სადოქტორო დისერტაციის აპრობაცია: "შეუღლებული რევმატიული მანკების ჰემოდინამიკური და მიოკარდიუმის შეკუმშვითი უნარის ცვლილებები". აკად. მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტის გულის რიტმისა და გამტარებლობის დარღვევის სამსახურის ხელმძღვანელი; ეწევა სამეცნიერო-პრაქტიკულ მოღვაწეობას საერო სამედიცინო ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამედიცინო ინსტიტუტ "ვითაში". უმაღლესი კატეგორიის სერთიფიცირებული ექიმი; საერთაშორისო კონგრესების ორგანიზატორი. ავტორია სახელმძღვანელოების, გაიდლაინებისა და 72 სამეცნიერო ნაშრომისა გულის შეძენილი მანკების, პათოფიზიოლგიისა, გულის უკმარისობის არითმიის აქტუალურ პრობლემებზე; არის რამდენიმე ევროპული პროგრამის კოორდინატორი. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "წინამდებარე ჯირკვლის მორფო-ჰისტოქიმიური თავისებურებანი". დაიცვა 1967 წელს საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წინამდებარე ჯირკვლის მორფო–ჰისტოქიმიური თავისებულებანი".

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გულის არითმიები : განვითარების მექანიზმები, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, თბ., 2013, ISBN 978-9941-0-5478-5
  • გულის რითმის დარღვევათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა, თბ., 2012, ISBN 978-9941-0-4194-5

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 9

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]