გულიკო საკანდელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გულიკო საკანდელიძე
დაბადების თარიღი 2 თებერვალი, 1939 (1939-02-02) (85 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

გულიკო საკანდელიძე (დ. 2 თებერვალი, 1939, ქუთაისი) — ქართველი ექიმი მიკრობიოლოგ–იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1960–1977 წლებში მუშაობდა თბილისის საკავშირო ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო კვლევითი უნივერსიტეტის უმცროს, შემდეგ უფროს მეცნიერ–თანამშრომლად; 1977 წლიდან თბილისის ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი უნივერსიტეტის ბაქტერიოლოგიის და იმუნოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელად. ავტორია 124 სამეცნიერო ნაშრომის. ხელმძღვანელობს ლაბორატორიის სამეცნიერო შრომებს და პრაქტიკულ მუშაობას.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1971 წელს „პროტეუსის გვარის მიკრობების მიმართ, ანტიბიოტიკებისა და ჰომოგენური ფაგების შედარებითი ეფექტურობის დადგენის საკითხისათვის in vitro -in vivo“.

სადოქტორო დისერტაციის თემა — დაიცვა 1990 წელს „ანთებითი პროცესების კომბინირებული ანტიბაქტერიალური მკურნალობა“.

ორგანიზაციის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მეან–გინეკოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • მიკრობიოლოგთა საზოგადოება, წევრი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000 გვ. 246

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]