გულიაი-ბორისოვკის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გულიაი-ბორისოვკის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
გულიაი-ბორისოვკის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია — რუსეთი
გულიაი-ბორისოვკის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა გულიაი-ბორისოვკა
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1870
გარე სურათები
იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

გულიაი-ბორისოვკის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია (რუს. Церковь Иоанна Предтечи) — მართლმადიდებლური ეკლესია ხუტორ გულიაი-ბორისოვკაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოდონისა და სალსკის ეპარქიას.

მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, ზერნოგრადის რაიონი, ხუტორი გულიაი-ბორისოვკა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სლობოდა გულიაი-ბორისოვკა XIX საუკუნის ბოლოს შედიოდა დონის კაზაკების ჩერკასკის ოლქში. ამჟამად ხუტორი გულიაი-ბორისოვკა მიეკუთვნება როსტოვის ოლქის ზერნოგრადის რაიონს.

პირველი ხის ეკლესია სლობოდაში ააგეს 1871 წელს. ეკლესია ააშენეს სასახლის კამერ-იუნკერის ბორის პოზდეევის, მრწმუნე მოსახლეობისა და მოსაზღვრე სოფლის მაცხოვრებელთა ფინანსებით. გულიაი-ბორისოვკის ეკლესიის კურთხევა მოხდა 1871 წლის 8 მაისს.

ეკლესია იყო ერთსაკურთხევლიანი და ნაკურთხი იყო იოანე ნათლისმცემლის შობის სახელზე. ეკლესიას ჰქონდა ხის ღობე, რომელიც 1890 წელს შეიცვალა რკინის ღობით, რომელიც აგურის საძირკველზე დააყენეს. 1871 წლის 9 მაისიდან 1874 წლის 22 სექტემბრამდე ეკლესიასთან მუშაობდა საეკლესიო-სამრევლო სკოლა. 22 სექტემბრიდან სკოლა გადაკეთდა სასოფლო-სამრევლო სკოლად.

დროთა განმავლობაში სოფელი გაიზარდა და ეკლესია უკვე მრევლისთვის მცირე ზომის იყო. სლობოდის მოსახლეობამ პეტიცია შეადგინა ახალი ეკლესიის მშენებლობის შესახებ. 1903 წელს აშენდა მეორე ეკლესია. ახალი ტაძარი იყო სამსაკურთხევლიანი, თუმცა, როგორც პირველი, ესეც ხის იყო. მთავარი საკურთხეველი იოანე ნათლისმცემლის სახელობისა იყო, მარცხენა - ივერიის ღვთისმშობლის ხატისა, ხოლო მარჯვენა - კირილესა და მეთოდეს სახელზე.

მეორე ტაძრის კურთხევა მოხდა 1904 წლის 29 იანვარს დონისა და ნოვოჩერკასკის მთავარეპისკოპოსის ათანასეს მიერ. კაგალნიცკიდან ახალი ეკლესიისათვის საჩუქრად მიიღეს კანკელი. 1904 წელსვე ააშენეს ახალი შენობა საეკლესიო-სამრევლო სკოლისათვის.

1930 წელს იოანე ნათლისმცემლის შობის ტაძარი დახურეს. იგი ხელახლა გაიხსნა 1944 წელს. მრევლმა თავისი ხარჯებით გაარემონტა დანგრეული ეკლესია. 1959 წელს ეკლესიაში სამღდელოებას აუკრძალეს შესვლა. მის ადგილზე კი გადაწყვიტეს 1960-1961 წლებში აეშენებინათ სკოლა-ინტერნატი 600 ადგილიანი. 1960 წლის 23 თებერვალს ეკლესია დახურეს. ორი წლის შემდეგ კი გადაწვეს და დაანგრიეს.

1990-იანი წლების შუა რიცხვებში სლობოდაში გააქტიურდა ადგილობრივი მართლმადიდებლური მრევლი. 1997 წელს გამოიყო ადგილი სამლოცველო ნაგებობის ასაშენებლად. 1999 წლის 9 სექტემბერს როსტოვის ოლქის იუსტიციის მთავარმა სამმართველომ დაარეგისტრირა ეკლესიის მრევლი. ეკლესიის პირველი წინამძღვარი გახდა მღვდელი სერგეი იურკინი. ამჟამად ეკლესიის წინამძღვარია როსტისლავ ტიმჩენკო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Кирсанов Е. И. Православный Тихий Дон. М.: Держава, 1997.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]