გულბადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გულბადი, გულბაათიქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVI საუკუნის 30-40-იან წლებში, თბილისის ციხისთავი. 1541 წელს, ირანის შაჰის თამაზ I-ის საქართველოში პირველი შემოსევის დროს, უღალატა ქართველებს, თბილისის ციხე მტერს ჩააბარა და მუსლიმანობა მიიღო. შაჰმა დააჯილდოვა რენეგატი გულბადი და მისი ვაჟები საკუთარ ამალაში ჩარიცხა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ეგნატაშვილი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959;
  • ჰასანრუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, ვ. ფუთურიძის გამოც., თბ., 1966.