გულანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გულანი — საეკლესიო კრებული, რომელშიც თავმოყრილია საღვთისმსახურო წიგნები — სახარება, საქმე მოციქულთა, მოციქულთა ეპისტოლენი, თორმეტივე თვის საგალობლები, მარხვანი და ზატიკი, საწინასწარმეტყველო, ფსალმუნნი, ჟამნი, სვინაქსარი, ტიბიკონი, მოკლე ჰაგიოგრაფიული საკითხები და სხვა.

გულანებს, რომელთაგან ზოგი ორ-სამ ფუთსაც კი იწონიდა, იძენდნენ მდიდარი ეკლესიები და მონასტრები. ჩვენამდე მოღწეულია გელათის, დავითგარეჯის, მცხეთის, ალავერდის, კაცხის, მარტვილის, შემოქმედის, ბედიისა და სხვა ეკლესია-მონასტერთა გულანები. გულანის მოკლე რედაქციას ეწოდება „ჟამნ-გულანი“ (შეიცავს „ჟამნსა“ და მოკლე სვინაქსარულ საკითხებს; ცნობილია ყანჩაეთისა და რუისის ეკლესიის „ჟამნ-გულანი“). სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, გულანი „გულთ სანდომად შეკრებული წიგნია“. იგი ორიგინალური ქართული კრებულია და არც ერთ სხვა ეკლესიას არ აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Кекелидзе К. С., Литургические грузинские памятники в отечественных книгохранилищах и их научное значение, Тфл., 1908;
  • ლოლაშვილი ი., ქსე, ტ. 3, გვ. 298, თბ., 1978