გუიუქი
| გუიუქ-ყაენი | |
|---|---|
| Гүюг хаан | |
|
| |
| მონღოლთა იმპერიის მე-3 დიდი ყაენი | |
| მმართ. დასაწყისი: | 24 აგვისტო, 1246 |
| მმართ. დასასრული: | 20 აპრილი, 1248 |
| წინამორბედი: | უგედეი |
| მემკვიდრე: | მუნქე |
| პირადი ცხოვრება | |
| დაბ. თარიღი: | 19 მარტი, 1206 |
| გარდ. თარიღი: | 20 აპრილი, 1248 |
| მეუღლე: | ოღულ ქაიმიში |
| შვილები: |
ხოჯა ნაქუ |
| დინასტია: | ჩინგიზიდები |
| მამა: | უგედეი-ყაენი |
| დედა: | დორეღენე ხათუნი |
გუიუქი (დ. 19 მარტი, 1206 — გ. 20 აპრილი, 1248) — მონთოლთა მე-3 დიდი ყაენი 1246-1248 წლებში, უგედეის ვაჟი, ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილი. მის კორონაციას დაესწრნენ რომის პაპის წარმომადგენლები, მათ შორის ყველაზე ცნობილი, იტალიელი მოგზაური — პლანო კარპინი.
გუიუქი არ იყო ხალხისთვის საპატიო მმართველი. მონღოლი ისტორიკოსების მტკიცებით, ის ნესტორიანიზმის მიმდევარი იყო. 1247 წელს საქართველოს ტახტზე 2 მეფე, დავით ულუ და დავით ნარინი დაამტკიცა. ცდილობდა ხელისუფლების განმტკიცების ხარჯზე ყურულთაის დაჩრდილვას. რელიგიური შეხედულებების გამო გამოუჩნდა ბევრი მტერი. 1248 წლის 20 აპრილს გარდაიცვალა. მისი აღსასრულის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვარაუდით, ის მოწამლეს მისი ბიძაშვილის, შიბანის დავალებით. მის შემდეგ მონღოლთა დიდი ყაენის ტიტული უბოძეს მუნქეს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Plano Carpini's account of the Mongols დაარქივებული 2005-09-07 საიტზე Wayback Machine.
- Catholic Encyclopedia, "The Crusades" დაარქივებული 2014-02-01 საიტზე Wayback Machine.
| ||||||||