გუთიური ენა
გუთიური ენა — გადაშენებული, არაკლასიფიცირებული ენა, რომელზეც საუბრობდნენ გუთიები. ისინი მცირე ხნით გაბატონდნენ შუმერში გუთიური დინასტიის სახით ძვ. წ. XXII საუკუნეში. გუთიები ცხოვრობდნენ ტერიტორიაზე რომელიც იყო ზაგროსის მთებისა და ტიგროსს შორის. ენის შესახებ არაფერია ცნობილი, გარდა მისი არსებობისა და გუთიური მმართველების სახელების სიისა შუმერის მეფეთა სიაში, რომელიც შესაძლოა ასახავდეს ენის ელემენტებს.
მტკიცებულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გუთიურ ენას არ გააჩნია ტექსტური კორპუსი და თანამედროვე წყაროები იძლევიან მცირე ინფორმაციას ენის შესახებ, მხოლოდ სახელების სიის სახით.
სხვა ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გუთიური ენა ნახსენებია რეგიონში გავრცელებული ენების სიაში, რომელიც აღმოჩენილია Sag B ფირფიტაზე - შუა ბაბილონური პერიოდის საგანმანათლებლო ტექსტში, რომელიც სავარაუდოდ ქალაქ ემარიდან მომდინარეობს. ეს ტექსტი ასევე ჩამოთვლის აქადურს, ამორიტულს, სუტიურს, „სუბართუს“ (ხურიტულს) და ელამურს.[1] ქალაქ ადაბში აღმოჩენილ ფირფიტაში მოიხსენიება „გუთიური ენის თარჯიმნი“.[2]
ტოხარული თეორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გარდაცვალებამდე გამოქვეყნებულ სტატიაში, ვალტერ ბრუნო ჰენინგმა ივარაუდა, რომ მეფეთა სახელების სხვადასხვა დაბოლოებები ჰგავდა ბრუნვის დაბოლოებებს ტოხარულ ენებში — ინდოევროპული ენების შტოში, რომელიც ცნობილია ტარიმის აუზში (თანამედროვე ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში) ნაპოვნი VI-VIII საუკუნეების ტექსტებიდან.[3] ჰენინგმა ასევე მიუთითა სახელ „გუთის“ ფონოლოგიურ მსგავსებაზე Kuči-თან - ტოხარულ ქალაქ კუჩას საკუთარ სახელთან. მან აღნიშნა, რომ ჩინური სახელი Yuezhi, რომელიც აღნიშნავდა ტარიმის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე საძოვრებზე მცხოვრებ მომთაბარე მწყემსებს ძვ. წ. II საუკუნეში, შეიძლება ჩამოყალიბდეს როგორც „გუ(თ)-თ'ი“.[3] თუმცა, ეს სახელი ჩვეულებრივ დაიწყება ძველი ჩინური ŋʷ-ით.[4] ჰენინგმა ასევე შეადარა ქვეყნის სახელი Tukriš, რომელიც ნახსენებია გუთიებთან და სხვა მეზობელ ქვეყნებთან ერთად ხამურაბის წარწერაში, სახელ „twγry“-სთან, რომელიც ნაპოვნია IX საუკუნის ძველ თურქულ მანუსკრიპტში და სავარაუდოდ ეხება ტოხარებს.[3] მეცნიერთა უმრავლესობამ უარყო მცდელობა შეედარებინათ ენები, რომლებიც ორი ათასწლეულზე მეტი დროით იყვნენ დაშორებულნი.[5]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Heimpel, Wolfgang (2003). Letters to the King of Mari. Eisenbrauns, გვ. 13. ISBN 978-1-57506-080-4.
- ↑ Wilcke, Claus (2007). Early Ancient Near Eastern Law: A History of Its Beginnings : the Early Dynastic and Sargonic Periods. Eisenbrauns, გვ. 50. ISBN 978-1-57506-132-0.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Henning, W.B. (1978). „The first Indo-Europeans in history“, Society and History, Essays in Honour of Karl August Wittfogel. The Hague: Mouton, გვ. 215–230. ISBN 978-90-279-7776-2.
- ↑ Baxter, William H. (1992). A Handbook of Old Chinese Phonology. Berlin: Mouton de Gruyter, გვ. 806. ISBN 978-3-11-012324-1.
- ↑ Mallory, J.P.; Mair, Victor H. (2000) The Tarim Mummies. London: Thames & Hudson, გვ. 281–282. ISBN 978-0-500-05101-6.