გუდისწყალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გუდისწყალი
ქვეყანა საქართველო
სათავე გერმუხის ქედის
სიგრძე 24 კმ
აუზის ფართობი 91 კმ²

გუდისწყალიმდინარე, ჯავის მუნიციპალიტეტში, დიდი ლიახვის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს გერმუხის ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 2860 მ. სიგრძე 24 კმ, აუზის ფართობი 91 კმ2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობაზაფხულსა და ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 2,66 მ3/წმ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]