გუდისის ნამონასტრალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გუდისის ნამონასტრალი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდისში. აგების თარიღი უცნობია.

შემორჩენილია ნაეკლესიარი და რამდენიმე ნაგებობის ნაშთი ქვის გროვის სახ-ით. აქა-იქ მიმობნეულია ნათალი ქვები. მათ შორის დევს მოწითალო ფერის სვეტ-ის თავი, რომელსაც გეომეტრიული წნული შემოუყვება. იქვე ნაგებობის ქვებისგ-ან მოუწყვიათ სალოცავი. ძეგლის თარიღი ვერ დგინდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 47