გუდითის კლდეში ნაკვეთი ღვთისმშობლის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გუდითის კლდეში ნაკვეთი ღვთისმშობლის მონასტერი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდითაში. აგებულია შუა საუკუნეებში.

სოფლიდან აღმოსავლეთით ტყიან ადგილას არის კლდეში ნაკვეთი მონასტერი. გამოქვაბული 50 მ სიგრძისაა და 10-15 მ სიმაღლის. სამონასტრო კომპლექსი თითქმის დანგრეულია. გადარჩენილია მხოლოდ მის სამხრეთ ნაწილში მოქცეული ეკლესიის ნანგრევი - საკურთხეველი და კედლის რამდენიმე ფრაგმენტი. კედლები ამოშენებულია რიყის, ფლეთილი, შირიმისა და სხვადასხვა ფერის ტუფის ქვით. ეკლესიის სამხრეთ კედელში გამოჭრილია სამი თაღოვანი ნიშა და ამდენივე წრიული ღრმული, ალბათ დარბაზის აკუსტიკისათვის. ეკლესიის საკურთხეველში დგას ტრაპეზის ქვა. აბსიდის რკალს შემოუყვება ხარისხი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 39-40