გუგული გუგუშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

გუგული კოკის ასული გუგუშვილი (დ. 19 სექტემბერი, 1923, სოფ. ეწერი, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, — დ. 10 აგვისტო, 2010, თბილისი) — ქართველი ენტომოლოგი; ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1996).

1945 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1946 წლიდან მუშაობდა ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1999 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის ტრანსმისიულ სნეულებათა ეპიდემიოლოგიისა და სამედიცინო ენტომოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. ამავდროულად, 1950 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. უშუალოდ ხელმძღვანელობდა მალარიის ლიკვიდაციას კოლხეთის დაბლობზე და მალარიის გადამტანების პრევენციას აფხაზეთსა და აჭარაში. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]