გუბისწყალი (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გუბისწყალი.
გუბისწყალი
River Gubistskali.jpg
ქვეყანა საქართველო
ქალაქები სამტრედია
სათავე სემი
სიგრძე 36 კმ
აუზის ფართობი 442 კმ²

გუბისწყალი — მდინარე იმერეთის დაბლობზე, რიონის მარჯვენა შენაკადი (ერთვის ქ. სამტრედიასთან), წარმოიქმნება მდინარეების ყუმისა და სემის შეერთებით სოფ. დედალაურთან ზღვის დონიდან 105 მ. სიგრძე 36 კმ, აუზის ფართობი 442 კმ2. საზრდოობს წვიმის წყლით. წყალმოვარდნა იცის შემოდგომისა და ზაფხულში, წყალმცირობა — აგვისტოსა და სექტემბერში. საშუალო წლიური ხარჯი — 16,3 მ3/წმ. იყენებენ სარწყავად.

ციტატა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატა
„მოერთვის რიონს ჩრდილოდამ გუბისწყალი. გამოსდის ოკრიბასა და ვაკეს შორისს მცირეს მთას, დადის ფრიად ფლატოიანსა და ბარდნალიანს ადგილსა ზედა...ამ გუბისწყალს ეწოდა სახელი ესე გუბედ მომდინარეობისთვის“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: გუბისწყალი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვახუშტი ბატონიშვილი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ გვ. 150 — თბილისი, 1941