გუბერნატორი (აშშ)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ორმოცდაათივე შტატში და აშშ-ის ტერიტორიებში გუბერნატორი არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი. გუბერნატორი პასუხისმგებელია შტატის კანონების აღსრულებაზე და შტატის აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლზე. როგორც შტატის ლიდერი, გუბერნატორი წარადგენს ახალ პროგრამებს და მათი რეალიზაციისთვის იყენებს აღმასრულებელ ბრძანებებს, აღმასრულებელ ბიუჯეტს, საკანონმდებლო ინიციატივებს და ვეტოს. გუბერნატორები ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს სხვადასხვა დეპარტამენტების და სააგენტოების (ხშირ შემთხვევაში, გუბერნატორებს მათი დანიშვნის უფლება აქვთ) მხარდაჭერით და დახმარებით. გუბერნატორთა უმრავლესობას უფლება აქვს „დანიშვნის კომიტეტის“ მიერ შეთავაზებული სიიდან შტატის მოსამართლეებიც დანიშნოს.

ყველა შტატში, გარდა ხუთისა, არსებობს ლეიტენანტ-გუბერნატორის თანამდებობა, რომელიც იკავებს გუბერნატორის პოსტს უკანასკნელის იმპიჩმენტის, სიკვდილის ან გადადგომის შემთხვევაში (მასაჩუსეტსში და დასავლეთ ვირჯინიაში ლეიტენანტ-გუბერნატორი ზემოთ მოცემულ შემთხვევებში მემკვიდრეობით იღებს გუბერნატორის მოვალეობებს და ძალაუფლებას, მაგრამ, არა თანამდებობას) . ლეიტენანტ-გუბერნატორი არაოფიციალურად ასრულებს გუბერნატორის მოვალეობებს, თუ უკანასკნელს ამის გაკეთება არ შეუძლია. გარდა ამისა, ისინი ხშირად არიან თავმჯდომარეები შტატების საკანონდმებლო კრების ზემო პალატაში, მაგრამ, ამ შემთხვევაში, მათ არ აქვთ უფლება მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ დებატებში. გარდა ამისა, მათ არ აქვთ არც ხმის უფლება (გამონაკლისი შეიძლება დაიშვას მაშინ, როდესაც საკანონმდებლო ორგანო „ორადაა“ გაყოფილი და ხმების რაოდენობა თანაბარია.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შტატების და ტერიტორიების გუბერნატორები პოლიტიკური პარტიის მიხედვით

  დემოკრატი
  სახალხო დემოკრატი
  რესპუბლიკელი
  დამოუკიდებელი

ამჟამად 34 რესპუბლიკელი, 15 დემოკრატი და ერთი დამოუკიდებელი პოლიტიკოსი იკავებს შტატის გუბერნატორის თანამდებობას. ორი დემოკრატი (ვაშინგტონის ოლქის ჩათვლით), ორი რესპუბლიკელი, ერთი სახალხო დემოკრატი და ერთი დამოუკიდებელი პოლიტიკოსი იკავებს აშშ-ის ტერიტორიების გუბერნატორის პოსტს.

ასაკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველაზე მოხუცია კალიფორნიის გუბერნატორი ჯერი ბრაუნი, დაბადებული 1938 წლის 7 აპრილს (79 წლის). ყველაზე ახალგარდაა 1979 წლის 7 მარტს დაბადებული, 38 წლის რიკარდო როსელიო, პუერტო-რიკოს გუბერნნატორი.

ყველაზე ახალგაზრდა გუბერნატორი აშშ-ის ისტორიაში იყო სტივენს მეისონი, რომელიც 1835 წელს, 24 წლის ასაკში, აირჩიეს მიჩიგანის ტერიტორიის გუბერნატორი. 1837 წლის იანვარში მიჩიგანი შტატი გახდა, ხოლო მეისონი, 25 წლის ასაკში, მისი პირველი გუბერნატორი. იგი მეორედ აირჩიეს 1837 წლის ნოემბერში, 26 წლის ასაკში.

მეორე ყველაზე ახალგაზრდა გუბერნატორი იყო ჯონ ნიილი ჯონსონი, რომელიც 30 წლის ასაკში კალიფორნიას ჩაუდგა სათავეში. მესამე ყველაზე ახალგაზრდა გუბერნატორი იყო ჰაროლდ სტასენი, რომელიც 1938 წელს, 31 წლის ასაკში, მინესოტას გუბერნატორად აირჩიეს. ექს-პრეზიდენტი ბილ კლინტონი 32 წლის იყო, როცა იგი არკანზასის გუბერნატორად აირჩიეს.

35 შტატში, მინიმალური ასაკი გუბერნატორის თანამდებობის დასაკავლებად 30 წელია. ხუთ შტატში ეს ასაკი 25 წელს შეადგენს, ერთ შტატში 21 წელს, ხოლო კიდევ ხუთში 18-ს. კანზასში და ვერმონტში ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს.

სქესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამად, 50 გუბერნატორიდან 45 მამაკაცია, ხოლო 5 – ქალი: კეიტ ბრაუნი, (ორეგონი) მერი ფელინი, (ოკლაჰომა), კეი ივი (ალაბამა), სუსანა მარტინესი (ნიუ-მექსიკო), ჯინა რეიმონდო (როდ აილენდი). ფელინი, ივი და მარტინესი არიან რესპუბლიკელები, ხოლო ბრაუნი და რეიმონდი დემოკრატები.

აშშ-ის ტერიტორიების ხუთივე გუბერნატორი კაცია, ხოლო ქალაქ ვაშინგტონის მერი – ქალი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]