ლა-გუახირის დეპარტამენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გუახირის დეპარტამენტი)
დეპარტამენტი
ლა-გუახირის დეპარტამენტი
Departamento de La Guajira
დროშა გერბი


La Pàtria d'honor de la Guajira
ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია
ადმ. ცენტრი რიოაჩა
კოორდინატები 11°33′00″ ჩ. გ. 72°21′00″ დ. გ. / 11.55000° ჩ. გ. 72.35000° დ. გ. / 11.55000; -72.35000
მმართველი Tania María Buitrago González[1]
დაარსდა 1 ივლისი, 1965
ფართობი 20 848 კმ²
მოსახლეობა 902 386[2] კაცი (2013)
სიმჭიდროვე 43 კაცი/კმ²
ოფიციალური საიტი laguajira.gov.co

ლა-გუახირა (ესპ. Departamento de La Guajira) — კოლუმბიის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში და იკავებს გუახირის ნახევარკუნძულის უდიდეს ნაწილს. ესაზღვრება კარიბის ზღვასა და ვენესუელას. დედაქალაქია რიოაჩა.

გუახირის ვრცელ არიდულ ვაკეებზე სახლობენ ადგილობრივთა მრავალგვარი ტომები, მათ შორის ვაიუს ხალხი, გუახიროები, მაკუიროები, ანატესები, ვაიუნაიკის ხალხი, კუანაოები და ენეალები, რომლებიც აქ ჯერ კიდევ ესპანელთა მოსვლის დროიდან სახლობენ. კოლონიზაციის პერიოდში ტერიტორია სადავო იყო სანტა-მარტას გუბერნატორებსა და ვენესუელას შორის, ძირითადად მარგალიტის დეპოზიტების გამო. ტერიტორიის ხელშეი ჩაგდებას ასევე ცდილობდნენ ინგლისელი მეკობრეები, ფრანგები და გერმანელები. 1871 წელს რეგიონი გამოეყო მაგდალენას დეპარტამენტს და შეიქმნა ლა-გუახირა.

1911 წელს კოლუმბიის მთავრობამ შექმნა ლა-გუახირის კომისარიატი, რასაც მოჰყვა იმიგრანტთა ტალღა ახლო აღმოსავლეთიდან, კერძოდ ლიბანიდან, სირიიდან, პალესტინიდან და იორდანიიდან. საბოლოოდ, დეპარტამენტის სახით ლა-გუახირა 1964 წელს შეიქმნა.

ეკონომიკა ძირითადად ეფუძნება ქვანახშირის მოპოვებას კერეხონში, სადაც 2004 წელს 24.9 მლნ ტონა იქნა წარმოებული. ასევე მნიშვნელოვანია ბუნებრივი გაზის ექსპლუატაცია და მარილის მოპოვება. პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა გუახირის უდაბნოს ნახევარკუნძულის წვერზე მდებარე პატარა სოფელი კაბო-დე-ლა-ველა.

ლა-გუახირის დეპარტამენტი 15 მუნიციპალიტეტისაგან შედგება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://caracol.com.co/emisora/2017/11/20/riohacha/1511200521_170019.html
  2. DANE. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 13, 2009. ციტირების თარიღი: February 13, 2013.