გუარამ III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გუარამ III, გუარამიდების დინასტიიდან, იყო ქართლის წარმომადგენელი ერისმთავარი (ქართლი, აღმოსავლეთ საქართველო) დაახლოებით 693-დან 748 წლამდე.

გუარამ III-ეს მიენიჭა კუროპალატის ბიზანტიური ტიტული, და ამ გზით, მას უნდა შეეცვალა მისი მამა ან პაპა გუარამ II 693 წლამდე ცოტა ხნით ადრე, სანამ აჯანყებული ხალიფატი ბაზანტიელებს განდევნიდა კავკასიის რეგიონიდან.[1]

დაახ. 800 წლის ფსევრო-ჯუანშერის ქრონიკებში ასევე მოიხსენიებიან ერისმთავრები მირი, არჩილი, და ამ უკანასკნელის ძეები – იოვანე და ჯუანშერი – ამ პერიოდში. თუმცა, ამ პირთაგან არცერთი არ ყოფილა ქართლის წარმომადგენელი ერისმთავარი, არამედ კახეთის პროვინციელი მმართველები აღმოსავლეთში.[2]

გუარამ III-ეს ჰყავდა შვილი სახელად ასევე გუარამი (ან გურგენი, მომავალი გუარამ IV), და ორი ანონიმური ასული, ერთი მათგანი დაქორწინდა ხოსროიდ უფლისწულ არჩილზე, მეორე – ბაგრატიდ უფლისწულ ვასაკზე. მისი ძე, გუარამი/გურგენი დაქორწინებულ იქნა ნერსიანიდ პრინცესაზე, ადარნასე III-ის ქალიშვილზე, და ეყოლა ძე, სტეფანოზი.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Suny, Ronald Grigor (1994), The Making of the Georgian Nation: 2nd edition, p. 27. Indiana University Press, ISBN 0-253-20915-3
  2. Rapp, Stephen H. (2003), Studies In Medieval Georgian Historiography: Early Texts And Eurasian Contexts, p. 383. Peeters Bvba ISBN 90-429-1318-5.
  3. Rapp, Stephen H. (2003), Studies In Medieval Georgian Historiography: Early Texts And Eurasian Contexts, p. 375. Peeters Bvba, ISBN 90-429-1318-5.
წინამორბედი:
გუარამ II
ქართლის ერისმთავარი
~693–~748
შემდეგი:
ადარნასე III